Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ძალებმა კადაფის რეზიდენცია დაბომბეს


ნატოს ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ტრიპოლიში მუამარ კადაფის რეზიდენციის კომპლექსში შემავალი ერთ-ერთი შენობა დაინგრა. კადაფის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 45 ადამიანია დაჭრილი და არიან დაკარგულებიც. მისი განცხადებით, ეს იყო კადაფის მკვლელობის მცდელობა. კადაფის რეზიდენციის კომპლექსი მანამდეც დაიმბომბა. ანალიტიკოსების თქმით, ბოლო დღეებში ნატომ გააძლიერა ამ ობიექტზე შეტევა. ორი დღის წინ დაიბომბა რეზიდენციის კომპლექსის ახლოს მდებარე მანქანების სადგომიც, რომლის ქვეშაც, როგორც ირკვევა, ბუნკერია განთავსებული. აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი აცხადებენ, რომ კადაფის ხელისუფლებიდან წასვლამდე არ შეწყვეტენ საჰაერო თავდასხმებს.
XS
SM
MD
LG