Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ვიკილიკსი” გუანტანამოზე საიდუმლო ინფორმაციას ავრცელებს


ვიკილიკსის მიერ გავრცელებული აშშ ხელისუფლების საიდუმლო დოკუმენტებით ირკვევა, რომ აშშ-ს წლების განმავლობაში ათეულობით უდანაშაულო ადამიანი ჰყავდა დამწყვდეული გუანტანამოს ციხეში. ინფორმაცია აშშ-ისა და ევროპის რამდენიმე გაზეთში დაიბეჭდა და შეიცავს ცნობებს 779-ვე პირზე, ვინც გუანტანამოს ციხის გახსნიდან - 2002 წლიდან მოხვდა იქ. ბრიტანული ”გარდიანი” წერს, რომ 220 დაკავებული საშიშ ტერორისტად იყო მიჩნეული, 150 კი უდანაშაულო ავღანელები და პაკისტანელები იყვნენ, მათ შორის - ფერმერები და მძღოლები. გავრცელებული დოკუმენტების თანახმად, დანარჩენი 380 პირი დაბალი რანგის ქვეითი ჯარისკაცი იყო. აშშ თავდაცვის უწყება ინფორმაციის გაჟონვის ფაქტს ”სამწუხაროს”, შეფასებების დიდ ნაწილს კი არასრულყოფილს უწოდებს. პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ გუანტანამოს ციხის დახურვის შესახებ ბრძანების გაცემიდან ორ წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ 172 პირი კვლავაც პატიმრობაში რჩება აშშ საზღვაო ბაზაზე კუბაში.
XS
SM
MD
LG