Accessibility links

logo-print

ავღანეთში ციხიდან 500-მდე პატიმარი გაიქცა


ავღანეთის სამხრეთში მდებარე ციხიდან გაიქცა 500-მდე პატიმარი - მათგან ბევრი თალიბანის წევრობაში ეჭვმიტანილი. ყანდაარის ციხის დირექტორის თანახმად, პატიმრები კვირას ღამით, მიწისქვეშა გვირაბით გაიქცნენ. თალიბანმა გამოაცხადა, რომ გვირაბი მისმა მებრძოლებმა გათხარეს. სამი წლის განმავლობაში ეს ყანდაარის ციხიდან პატიმართა ჯგუფის გაქცევის მეორე შემთხვევაა. 2008 წელს 1,000-მდე პატიმარი - მათ შორის თალიბანის მებრძოლები - გაიქცა, მას შემდეგ რაც ჭიშკრის გაღების მიზნით თალიბანმა ბომბი ააფეთქა.
XS
SM
MD
LG