Accessibility links

logo-print

ვიკილიკსის თანახმად, გუანტანამოს პატიმრებისგან ბევრი „საშიში არაა“


ვიკილიკსის მიერ გავრცელებული, აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, გუანტანამოს ციხეში აშშ წლების მანძილზე ათობით უდანაშაულო კაცს ამყოფებდა პატიმრობაში. აშშ-სა და ევროპაში გამომავალ, რამდენიმე გაზეთში გამოქვეყნებული ეს დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას 779-ვე პატიმარზე, რომლებიც გუანტანამოში მისი გახსნის დღიდან - 2002 წლიდან - მოხვდნენ. ბრიტანეთში გამომავალი „გარდიანი“ ერთ-ერთი გაზეთია, სადაც გამოქვეყნდა დოკუმენტები. „გარდიანის“ თანახმად, დოკუმენტები მოწმობს, რომ 220-მდე პატიმარს „საშიში ტერორისტის“ სტატუსი ჰქონდა შეფარდებული, მაგრამ 150 უდანაშაული ავღანელები და პაკისტანელები იყვნენ - მათ შორის გლეხები, მძღოლები და მზარეულები. ამასთან, გაზეთი წერს, რომ დოკუმენტების თანახმად დანარჩენ 380 ადამიანს დაბალი რანგის, ქვეით სამხედროებად მიიჩნევდნენ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო დოკუმენტების გაჟონვას „სამწუხარო“ ფაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ ბევრი ცნობა არასრულია. გუანტანამოს ციხეში კვლავ რჩება 172 პატიმარი.
XS
SM
MD
LG