Accessibility links

logo-print

სამინისტროს თანახმად, ერაყში 14,000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება


ერაყი აცხადებს, რომ 2003 წლის შემდეგ ქვეყანაში 14,000-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ. ამ განცხადებით დღეს გამოვიდა ადამიანის უფლებების სამინისტროს წარმომადგენელი, არკან კამელი - იმ კომისიის წევრი, რომელიც მალე დაკარგული პირების მოძიების თაობაზე მათი ოჯახების თხოვნების მიღებას დაიწყებს. ოფიციალური ინფორმაციით, ასეთი თხოვნების მიღების პროცესი 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრის კაბინეტის სამხედრო განყოფილების უფროსის, ფარუკ ალ-არაჯის თქმით „დაკარგულები ისინი არიან, ვინც საომარი ოპერაციების, აფეთქებების და ტერორისტული თავდასხმების დროს გაუჩინარდნენ“. 2003 წელს ერაყში აშშ-ის ხელმძღვანელობით მომხდარ შეჭრას მოჰყვა ძალადობრივი ამბოხი ალ-ყაიდის მხრიდან, ისევე როგორც ძალადობის ტალღა შიიტებსა და სუნიტებს შორის - რამაც პიკს 2006 და 2007 წლებში მიაღწია, როცა ათი ათასობით ადამიანი დაიხოცა ან დაიკარგა.
XS
SM
MD
LG