Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა


ტაჯიკეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ექტრემისტი და მესაზღვრე დაიღუპნენ ავღანეთთან ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკებისას. სასაზღვრო უწყების წარმომადგენელ ხუშნუდ რახმატულაევის ინფორმაციით, შაბათს ღამით ათამდე ექსტრემისტმა სცადა ტაჯიკეთის საზღვარზე გადასვლა, რაც იყო ავღანეთიდან ტაჯიკეთში მეამბოხეების შეჭრის წელს უკვე მეექვსე მცდელობა. ტაჯიკეთის სამხედრო წარმომადგენლები როგორც ამბობენ, ექსტრემისტები, რომლებიც ავღანეთში შევიწროვებული არიან მრავალეროვანი კოალიციის სამხედრო ოპერაციებით, ცდილობენ მეზობელ ქვეყნებზე გაავრცელონ არეულობა.
XS
SM
MD
LG