Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გირგვლიანის საქმეზე დღეს გახდება ცნობილი


სტრასბურგის სასამართლო დღეს გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას საქმეზე "ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ". გადაწყვეტილება ინგლისურ და ფრანგულ ენებზე ევროსასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე, დაახლოებით, 13:00 საათზე გამოქვეყნდება. გირგვლიანები საქართველოს ხელისუფლებას ევროკონვენციის 4 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ - სიცოცხლის უფლება, დაცვის უფლება, სამართლიანი სასამართლო და წამების აკრძალვა. ისინი ევროკონვენციის მუხლების დარღვევის აღიარების შემთხვევაში, სანდრო გირგვლიანის საქმის ხელახალ გამოძიებაში დაბრუნებას ითხოვენ.
XS
SM
MD
LG