Accessibility links

სარკოზი იტალიაში ჩავიდა საერთო საზღვრის გადაკვეთაზე მოსალაპარაკებლად


საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დღეს რომს ეწვია, რათა იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბელორუსკონის მოელაპარაკოს ევროკავშირის საზღვრებზე კონტროლის შესაძლო გამკაცრებაზე. ორი ქვეყნის ურთიერთობაში დაძაბულობას იწვევს ჩრდილოეთაფრიკელი იმიგრანტების მცდელობა, იტალიიდან შეაღწიონ საფრანგეთის ტერიტორიაზე. იტალია უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ, მისივე განცხადებით, მარტოს უწევს გამკლავება ტუნისიდან და ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ქვეყნებიდან წამოსული იმიგრანტების ტალღასთან. პარიზი კი რომს ადანაშაულებს პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში, არალეგალური იმიგრანტებისთვის საფრანგეთის საზღვარზე გადასვლის საშუალების მიცემით.
XS
SM
MD
LG