Accessibility links

logo-print

ავღანეთში მოკლეს ალ-ყაიდის ერთ-ერთი ლიდერი


ავღანეთში მრავალეროვანი ჯარების განცხადებით, მოკლულია საუდელი მამაკაცი, რომელსაც მიიჩნევენ ალ-ყაიდის ერთ-ერთ ლიდერად - ნომერ მეორედ იმ პირთა შორის, რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული. უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების, ანუ ISAF-ის განცხადებით, აბუ ჰაფს ალ-ნაჯდი (მას აბდულ ღანისაც უწოდებენ) მოკლეს 13 აპრილს, აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე კუნარის პროვინციაში განხორციელებული საჰაერო დარტყმისას. ISAF-ის განმარტებით, აბდულ ღანის ეკისრებოდა პასუხისმგებლობა რამდენიმე გახმაურებულ იერიშზე.
XS
SM
MD
LG