Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გირგვლიანის სარჩელის სასარგებლოდ


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება იმ სარჩელის სასარგებლოდ, რომელიც გირგვლიანის ოჯახმა შეიტანა საქართველოს წინააღმდეგ. სასამართლოს განცხადებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას აკლდა „საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა“. საქართველოს დაეკისრა 50 000 ევროს გადახდა გირგვლიანის ოჯახისათვის, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად. ადვოკატ დავით ჯანდიერის განმარტებით, რომელიც მან რადიო „პალიტრის“ ეთერში გააკეთა, სასამართლომ აღნიშნა ისიც, რომ სახელმწიფოს ვერ დააკისრებ პასუხისმგებლობას პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულზე, რადგან ამ შემთხვევაში საქმე არ ეხებოდა სპეცოპერაციას. ჯანდიერი განმარტავს ასევე, რომ მხარეებს შეუძლიათ, გადაწყვეტილება სამი თვის ვადაში გაასაჩივრონ სასამართლოს დიდ პალატაში.
XS
SM
MD
LG