Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მთავარი მიღწევა ისაა, რომ ის შედგა


გრიგორი კარასინი (მარცხნივ), ზურაბ აბაშიძე
გრიგორი კარასინი (მარცხნივ), ზურაბ აბაშიძე
დღეს პრაღაში გაიმართა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა. მასზე შეაჯამეს ის საკითხები, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა ექვსი თვის წინ ამ ფორმატით გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობებზე, სავიზო რეჟიმზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე. გრიგორი კარასინის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა გარკვეული კატეგორიების ადამიანებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე.

შეხვედრის შემდეგ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ არ შეიძლება გვქონდეს ილუზიები, თითქოს პრობლემები, რომლებიც განიხილება ამ ფორმატის შეხვედრებზე, იოლად და სწრაფად მოგვარდება. მისი თქმით, შეხვედრის მთავარი მიღწევა ისაა, რომ ის შედგა.

ჩვენს რადიოსთან საუბარში ზურაბ აბაშიძემ თქვა, რომ შეხვედრაზე დასვა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსეთის სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის საკითხიც. მაგრამ ვინაიდან ეს ფორმატი არ ითვალისწინებს მსგავსი საკითხების საგნობრივ განხილვას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ის ჟენევის შეხვედრებში იქნება დასმული.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები ვაშინგტონში აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და სენატორებს გააცნო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.
XS
SM
MD
LG