Accessibility links

logo-print

სოხუმის განცხადებით, მღვდელმონაზონი იონა არ დაუკავებია


გალი

გალი

დღეს ოკუპირებულ გალში შეიკრიბნენ აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი სამუშაო ჯგუფები, რომელთა მიზანი ინციდენტების პრევენცია და მათზე რეაგირებაა. ექვსმხრივი შერეული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ენგურის ხიდთან შეკრებილ ჟურნალისტებს ამცნო, რომ
ერთ-ერთ მთავარ საკითხად განხილული იყო ქართველი მღვდელმონაზვნის, იონას გაუჩინარების ფაქტი.

ერთ-ერთ მთავარ საკითხად განხილული იყო ქართველი მღვდელმონაზვნის, იონას გაუჩინარების ფაქტი, იონასი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გასულ კვირაში გაემგზავრა. შოთა უტიაშვილის თქმით, თბილისის დელეგაციას სოხუმის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ სასულიერო პირი მათ არ დაუკავებიათ. მისივე სიტყვებით, „რჩება მეორე ვერსია, რომ სასულიერო პირი გატაცებულია თაღლითების მიერ და ითხოვენ გამოსასყიდს.“ შეხვედრაზე სოხუმი თბილისს დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა უმოკლეს ვადაში დაიხსნან მღვდელმონაზონი გამტაცებლებისგან.


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატმა რუსლან ქიშმარიამ რადიო თავისუფლების რუსულენოვან მაუწყებლობას „ეხო კავკაზას“ დღეს განუცხადა, რომ ქართველი მღვდელმონაზვნის გაუჩინარების შესახებ მასაც სმენია, თუმცა კონკრეტულად არაფერი იცის.

როგორც რუსლან ქიშმარიამ თქვა, ქართველი სასულიერო პირის გაუჩინარების საქმით შესაბამისი ხალხია დაკავებული. რაც შეეხება საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით გამართულ ექვსმხრივ შერეულ შეხვედრას, ის ოკუპირებულ ქალაქ გალში 29 თებერვალს განახლდება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG