Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰესის მშენებლობა მაღალმთიან აჭარაში და სოფლები მეწყერსაშიშ ზონებში


ხულოსა და შუახევის რაიონის სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი სასწრაფო განსახლებას ითხოვს. მათი თქმით, მდინარე აჭარისწყალზე ჰესის მშენებლობის დაწყების შემდეგ მათ სოფლებს, რომლებიც მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს, ეკოლოგიური ზიანი მიადგა. ადგილობრივი მოსახლეობა სიღრმისეული გეოლოგიური კვლევის ჩატარებას ითხოვს. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობის ნებართვა კვლევების დასკვნის საფუძველზე გაიცა. ჩატარებული კვლევების მიმართ შენიშვნები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს. ჩვენი კორესპონდენტი მაღალმთიან აჭარაში იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG