Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23 სექტემბრის ინფორმაციით, ავღანეთში დაიღუპა ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე. "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს დაიღუპა საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულჯანიშვილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს. პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალების გამო სახელმწიფო დროშები დაუშვეს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. თავდაცვის უწყებისავე ცნობით, "პატრულირების დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა ზაურის ძე როსტობაია. 43-ე ბატალიონის მთავარი სამხედრო ექიმის განცხადებით, სერჟანტ პაატა როსტობაიას მდგომარეობა სტაბილურია". დაჭრილი მკურნალობს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ აშშ-ს არმიის მთავარ სამხედრო ჰოსპიტალში. უწყების ცნობით, დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG