Accessibility links

logo-print

როგორ განახლდა აღმაშენებლის გამზირი


26 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო არქიტექტორი, ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე. მასთან ერთად ვისაუბრეთ განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე. თბილისის მერიის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დავით აღმაშენებლის გამზირს, მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე. განახლებული გამზირის გახსნა 25 სექტემბერს გაიმართა. რა სპეციფიკა აქვს ძველი და ისტორიული უბნების რეკონსტრუქციას, როგორ უნდა განახლდეს ქალაქის ცალკეული ნაწილები ისე, რომ შეინარჩუნოს ავთენტურობა და უძლებდეს თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებს და როგორ უნდა იქნეს ადგილობრივების ინტერესები გათვალისწინებული კონკრეტული სივრცეების განახლებისას, რომ მათთვის იქ ცხოვრება უფრო კომფორტული და მოსახერხებელი იყოს?

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG