Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს 2008 წლის ომი რადიო თავისუფლების არქივში 


გორი, 2008 წლის 9 აგვისტო
გორი, 2008 წლის 9 აგვისტო

ყველა საომარი კონფლიქტი ერთმანეთს წააგავს და მას წინ უძღვის რამდენიმე ეტაპი: მილიტარისტული რიტორიკა, ინფორმაციული ომი, სამშვიდობო ფორმატის დეგრადაცია, დიალოგის გაწყვეტა, ვითარების ესკალაცია და სამხედრო ძალის ამოქმედება. 2008 წლის 7 აგვისტომდე ყველა ეს ელემენტი მკაფიოდ გამოიკვეთა.

რუსეთი განრისხებული იყო დასავლეთის სახელმწიფოების მიერ კოსოვოს აღიარებით და ამის გამო დასავლეთისათვის სამაგიეროს გადახდა სწყუროდა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს პირობა დადო, რომ თავის მემკვიდრეს გამთლიანებულ საქართველოს დაუტოვებდა.

გადმოწერა

აპრილის ბუქარესტის ნატოს სამიტის შემდეგ რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება „კავკასია 2008“ ჩაატარა სამხედრო ლეგენდით, რომლის მთავარი წარმოსახული მოწინააღმდეგე იყო ქართული არმია, სწავლების მიზანი კი - მისი განადგურება და საქართველოს „მშვიდობისათვის იძულება“. პასუხად, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსეთის შესაძლოა სამხედრო აგრესიის შესაჩერებლადსამჯერ გაზარდა შეიარაღებული ძალების ბიუჯეტი და თანამედროვე შეიარაღებით არმიის გაძლიერება დაიწყო. მიუხედავად ომის მომასწავებელი სიგნალებისა, 7 აგვისტოს ბევრ ადამიანს და, მათ შორის, მეც გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ კიდევ ერთ შეიარაღებულ დაპირისპირებას საქართველოს ტერიტორიაზე არც მოსკოვი დაუშვებდა და არც თბილისი. დღევანდელ საავტორო გადაცემაში, საარქივო მასალებზე დაყრდნობით, ვცდილობთ აღვადგინოთ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის იმ ხუთდღიანი ომის ქრონოლოგია, რომელიც ე. წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მიერ „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას“ მოჰყვა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG