Accessibility links

logo-print

13 სექტემბერს საფრანგეთში, ლევილში, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების 90-ე წლისთავი აღინიშნა. როგორც საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლმა ოთარ პატარიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა სულის მოსახსენებლად გაიმართა პარაკლისი და მიტინგი, რომელსაც საფრანგეთში საქართველოს ელჩი და საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლები დაესწრნენ. საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხელმძღვანელობით 1924 წლის 30 აგვისტოს მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო სახალხო აჯანყება, რომელიც ორკვირიანი ბრძოლების შემდეგ სისხლში ჩაახშეს წითელი არმიის ნაწილებმა. აჯანყების შემდეგ დაწყებულ მასობრივ რეპრესიებს სულ მცირე 12 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG