Accessibility links

logo-print

2014: ევროკავშირს ათენი გაუძღვება, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს - ბაქო


2014 წელს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია იცვლის თავმჯდომარეს, ხელმძღვანელს, მათ შორის, მორიგე თავმჯდომარეს იცვლის ევროკავშირი, ასევე - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი.

ევროპის კავშირი ბოლო წლებში ცდილობს საფინანსო კოლაფსისგან იხსნას საბერძნეთი, ამ ბლოკის ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ღარიბი და ეკონომიკურად გაუწონასწორებელი ქვეყანა. 320 მილიარდ დოლარს უდრის კრედიტი, რომელიც ათენმა მიიღო და მიიღო რის ვაი-ვაგლახით, ბრძოლის შედეგად. საბერძნეთის მოსახლეობა უკმაყოფილოა, ეწყობა საპროტესტო გამოსვლები და დემონსტრაციები სამსახურებიდან დათხოვნის, უმუშევრობის და მსგავსი ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების გამო. ბედის ირონიაა, რომ სწორედ ამ ქვეყნის მეთაური გახდება და წინ გაუძღვება ევროკავშირს
ჩემი თხოვნაა, მხარი დაუჭიროთ ყველაფერ იმას, რაც ჩვენ გვიმაგრებს ზურგს, რათა მტკიცედ და თამამად დავასრულოთ ის, რაც წამოვიწყეთ. ჩემი თხოვნაა, განუმტკიცოთ ხალხს თვალსაზრისი, რომ საბერძნეთი საკუთარ ფეხზე დგას და წინ მიდის...
მომავალი ექვსი თვის განმავლობაში. სწორედ ამ პერიოდში უნდა გადაწყვიტოს ბლოკმა, გამოუყოფს თუ არა საბერძნეთს შემდგომ დახმარებას კრედიტის სახით. ანტონის სამარასი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ფიქრობს, რომ მომჭირნეობის პროგრამამ გაამართლა, რომ 2014 წელს ნორმალიზების პერსპექტივა გაჩნდება. თუმცა ეს მტკიცება რისკს შეიცავს, სამარასმა იცის, რომ ათენი ბრიუსელის ყურადღების ცენტრში იქნება. მან მოუწოდა ბერძენ კანონმდებლებს, გააგრძელონ რეფორმები, რათა თავიდან იქნეს აცილებული არეულობა, ქუჩებში გამოსვლები და მთავრობის დაშლა:

„ჩემი თხოვნაა, მხარი დაუჭიროთ ყველაფერ იმას, რაც ჩვენ გვიმაგრებს ზურგს, რათა მტკიცედ და თამამად დავასრულოთ ის, რაც წამოვიწყეთ. ჩემი თხოვნაა, განუმტკიცოთ ხალხს თვალსაზრისი, რომ საბერძნეთი საკუთარ ფეხზე დგას და წინ მიდის“.

საბერძნეთში მოსახლეობის 30 პროცენტს სამუშო არ აქვს, საზოგადოება უკმაყოფილოა. ასე რომ, სამარასის მცდელობა, შეინარჩუნოს სტაბილურობა და ექვსი თვის განმავლობაში სიმშვიდე იყოს, არ იქნება იოლი. თუმცა ზოგიერთი ექსპერტი იხსენებს 2009 წელს, როცა ჩეხეთის რესპუბლიკა თავმჯდომარეობდა ევროკავშირს და ეს პერიოდი საკუთარი ავტორიტების გაზრდის შესაძლებლობად მიაჩნდა. ამის ნაცვლად კი, პრაღაში შიდასამთავრობო ბრძოლა მიმდინარეობდა, დაიშალა მთავრობა და მიიჩნიეს, რომ პრაღამ თავისი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

2014 წელს კიდევ ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას გაუჩნდება აღსანიშნავი თავმჯდომარე: პირველი მაისიდან ექვსი თვით აზერბაიჯანი ჩაუდგება სათავეში ევროპის საბჭოს აღმასრულებელ ორგანოს - მინისტრთა კომიტეტს. კომიტეტში ევროსაბჭოს 47 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები შედიან და ისინი წელიწადში ერთხელ იკრიბებიან სტრასბურგში, თუმცა არამინისტრების დონეზე ეს ორგანო მუდმივად ფუნქციონირებს ადამიანის უფლებების კონვენციის პრაქტიკული განხორციელების, საჯარო დიალოგის, ასევე საერთაშორისო სამართლის განვითარების სფეროებში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად მინისტრთა კომიტეტი ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ფასეულობათა „გუშაგია“. ბოლო წლებამდე ეს კომიტეტი მართლაც იყო ადამიანის უფლებების სფეროში აზერბაიჯანზე ზეწოლის ერთადერთი ბერკეტი. 2010 წელს, მას მერე, რაც ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება ბაქომ არაფრად ჩააგდო, მინისტრთა ამ კომიტეტმა მოუწოდა ბაქოს გაეთავისუფლებინა ციხიდან ჟურნალისტი ეინულა ფათულაევი. აზერბაიჯანმა კომიტეტს მოთხოვნა შეუსრულა. კომიტეტს მოსთხოვეს დაეგმო აზერბაიჯანში დემონსტრანტების გამოსვლების ჩახშობა. ახლა მოელიან, რომ ასე აღარ იქნება, სულ მცირე, ამ ექვსთვიანი თავმჯომარეობის დროს. ბაქო, იმის გამოც, რომ რეჟიმს ნავთობისა და გაზის
მოვიდა სიგნალები, რომ ზოგიერთი სახელმწიფოს პარლამენტის დეპუტატები აზერბაიჯანის მთავრობამ მიიწვია და იქ გაატარეს შვებულება კომფორტულ პირობებში. ვფიქრობ, ეს არის „რუხი ზონა“. ვერ ვამტკიცებ, რომ ეს კორუფციაა, მაგრამ ეს ზონა მასთან ძალიან ახლოსაა...
გზით მიღებული შემოსავლის გამოყენება თავისი სურვილისამებრ შეუძლია, მიმართავს საერთაშორისო დონეზე ლობირების პრაქტიკას და წარმატებულიც არის. ითვლება, რომ ბოლო ხანებში ევროპის საბჭოს ორგანოები აზერბაიჯანის მთავრობას ზოგავენ. 2013 წელს საპარლამენტო ასამბლეა მძაფრი კრიტიკის ობიექტი შეიქნა, რადგან ვერ მოახერხა მიეღო აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების შესახებ ანგარიში. ამას ის მოჰყვა, რომ, როგორც აზერბაიჯანელი დისიდენტები იტყობინებიან, მკვეთრად გაიზარდა პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებები. ქრისტოფ შტრასერი, გერმანელი კანონმდებელი, რომელმაც ანგარიში მოამზადა, საპარლამენტო ასამბლეას ბრალად სდებს, რომ ის „ხიზილალის დიპლომატიას“, მდიდარ აზერბაიჯანელ ლობისტებს დაექვემდებარა:

„მოვიდა სიგნალები, რომ ზოგიერთი სახელმწიფოს პარლამენტის დეპუტატები აზერბაიჯანის მთავრობამ მიიწვია და იქ გაატარეს შვებულება კომფორტულ პირობებში. ვფიქრობ, ეს არის „რუხი ზონა“. ვერ ვამტკიცებ, რომ ეს კორუფციაა, მაგრამ ეს ზონა მასთან ძალიან ახლოსაა“.

აზერბაიჯანის ოფიციალური პირების თანახმად, აზერბაიჯანს აქვს კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდის სამოქმედო გეგმა. კონკრეტულად ისინი არაფერს ამბობენ, თუმცა გვარწმუნებენ, რომ მათი ზრახვები ჰარმონიაშია ევროპის საბჭოს პრიორიტეტებთან.
XS
SM
MD
LG