Accessibility links

logo-print
93 მომხრე და 19 წინააღმდეგი - ამ თანაფარდობით გამოუცხადეს ნდობა დეპუტატებმა სამთავრობო გუნდს პარლამენტის რიგგარშე სხდომაზე. „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ - სამთავრობო პროგრამის მოსმენის და ხანგრძლივი დებატების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა, ნდობის გამოცხადებით, პრეზიდენტს 2 დღის ვადაში დასამტკიცებლად ახალი სამთავრობო კაბინეტი შესთავაზა.

„93 - მომხრე, 19 - წინააღმდეგი. საქართველოს მთავრობას ნდობა გამოცხადებული აქვს“ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ამ სიტყვებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დასრულებას წინ რვასაათიანი განხილვები უსწრებდა. მთავრობის პოლიტიკა ქვეყნის მოსახლეობის მკაფიოდ გამოხატულ ინტერესებს დაეფუძნებაო, განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მან სხვადასხვა სფეროში ხელისუფლების ხედვის შესახებ ისაუბრა. ღარიბაშვილის სიტყვებით, უცვლელი რჩება საქართველოს დასავლური კურსი, სამართალდამცავ და თავდაცვით სფეროებში მოხდება
პრეზიდენტი როცა იქნება ქვეყნის მთავარი ოპოზიციონერი, როგორ შეიძლება ინვესტორი დაარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში არის ყველაფერი კარგად, რომ ამ ქვეყანაში არის სტაბილურობა, - ეს აბსოლუტურად გამორიცხულია...
სისტემის დეპოლიტიზაცია, განსაკუთრებით ამაღლდება პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ნდობა, სასამართლო სრულიად გათავისუფლდება პოლიტიკური წნეხისგან. ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების, ეთნიკურ უმცირესობათა ხელშეწყობის, ქართული ენის შესწავლის პროგრამების შესახებ. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო პრემიერობის კანდიდატის სიტყვაში ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბარს.

„ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ისეთი სფეროების განვითარებისკენ, როგორიცაა სამეწარმეო და საინვესტიციო გარემო, მეწარმეობა და მცირე და საშუალო ბიზნესი, კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ახალი ფინანსური ინსტრუმენტების განვითარების გზით; საქართველოს ეკონომიკის რეგიონალური და გლობალური კონკურენტუნარიანობის ამაღლება, საგარეო სავაჭრო ურთიერთობები, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება და მაღალი დამატებითი ღირებულების პროდუქციის შექმნა“.

კითხვებიც ძირითადად, საპროგრამო სიტყვიდან გამომდინარე, ეკონომიკის სფეროსთან დაკავშირებით დაისვა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატები - ლევან ბეჟაშვილი, გოგა ხაჩიძე, პავლე კუბლაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე - სწორედ ეკონომიკური ხედვების შესახებ ეკითხებოდნენ ირაკლი ღარიბაშვილს.

ლევან ბეჟაშვილი: თქვენ, როგორც პრემიერ-მინისტრს, ალბათ, თქვენს ეკონომიკურ გუნდთან გქონდათ კონსულტაციები და თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა ტიპის საფრთხეები არსებობს დღესდღეობით, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით?

გოგა ხაჩიძე: რა პროცენტული წილი აქვს საქართველოს მთავრობის ხარჯებს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში წელს და რა იგეგმება მომავალში?
პავლე კუბლაშვილი

პავლე კუბლაშვილი


პავლე კუბლაშვილი: არ არსებობს ხომ ასეთი სტანდარტი, თუ როგორი უნდა იყოს ინვესტორების მიმზიდველი გარემო. იქნებ ქვეყანა მაინც გვითხრათ, რომელიც შეიძლება სამაგალითო გამოდგეს ამ მიმართულებისთვის. დიდი მადლობა.

ზურაბ ჯაფარიძე: დაახლოებით რა თანხების მიღებას გეგმავთ პრივატიზაციიდან წელს ან შემდეგ წლებში?

ირაკლი ღარიბაშვილმა იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, თუ რამ გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკის უკუსვლა და რაში ხედავს ის გამოსავალს:

„პრეზიდენტი როცა იქნება ქვეყნის მთავარი ოპოზიციონერი, როგორ შეიძლება ინვესტორი დაარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში არის ყველაფერი კარგად, რომ ამ ქვეყანაში არის სტაბილურობა, - ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. არც ისე რთულად არის საქმე ეკონომიკის კუთხით და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ ნუ ცდილობთ ინვესტორები დააფრთხოთ. არაფერი არ ხდება რეალურად , არაფერი კატასტროფა არ არის. რაც შეეხება მცირე და ეფექტურ მთავრობას, ბატონო გოგა, მე შემიძლია გიპასუხოთ, - რა თქმა უნდა, ღრმად დეტალებში ვერ ჩავალ, მაგრამ... - ეს ნიშნავს ბიუჯეტიდან ხარჯების დაბალ წილს ერთიან შიდა პროდუქტთან და, ჩვენი გათვლებით, ხარჯები არ იქნება 30%-ზე მეტი არც წელს და არც მომავალ წელს და, ზოგადად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს, ჩვენი აზრით, არის სწორი პოლიტიკა და სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენ მუშაობას“.

ამ განმარტებების მიუხედავად, უმცირესობის ყველა დეპუტატს ხელახლა მოუხდა თავიანთ მიერ დასმული შეკითხვების დაკონკრეტება. ღარიბაშვილმა განმარტება იმით დაიწყო, თუ როგორ მოახერხეს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორისთვის გადაეფიქრებინათ ქვეყნის დატოვება; ასევე განაცხადა, რომ საგადასახადო სფეროში ქვეყანა მსოფლიოში არსებულ საუკეთესო გამოცდილებას გაიზიარებს, თუმცა არ მოხდება ქვეყნის სინგაპურიზაცია; ასევე
30-მდე ქვეყანასთან თქვენ გქონდათ ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება შეჩერებული, ვინაიდან უამრავი შემთხვევა არსებობდა საკუთრების უფლების დარღვევის; ინვესტორებს, უბრალოდ, ეშინოდათ საქართველოში შემოსვლის...
პასუხი გასცა შეკითხვას უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში მიწის შესყიდვის თაობაზე გამოცხადებული მორატორიუმის შესახებ და თქვა, რომ მორატორიუმი მოიხსნება:

„30-მდე ქვეყანასთან თქვენ გქონდათ ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება შეჩერებული, ვინაიდან უამრავი შემთხვევა არსებობდა საკუთრების უფლების დარღვევის; ინვესტორებს, უბრალოდ, ეშინოდათ საქართველოში შემოსვლის. ჩვენ განვაახლეთ პრაქტიკულად ყველასთან და უკვე მიმდინარეობს ხელმოწერების პროცესი. მცირე და საშუალო ბიზნესზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაიხარჯება თითქმის 150 მილიონამდე; რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, არანაირი მაკროეკონომიკური რისკები არ გვაქვს და არც გვექნება. რაც შეეხება მიწის თემას, მორატორიუმი ძალიან მალე მოიხსნება“.

მთლიანობაში, ირაკლი ღარიბაშვილმა კონკრეტულ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემას არჩია დეპუტატებისთვის განემარტა, რომ ხელისუფლებას ურჩევნია საქმით წარმოაჩინოს სათქმელი:

„ჩვენ გვირჩევნია ხალხს ვაჩვენოთ საქმე და არც ვილაპარაკოთ. ჩვენ გვირჩევნია, რომ ხალხს ჰქონდეს მეტი სარგებელი და არა ჩვენ“.

მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვა-პასუხი დაასრულა, დეპუტატები შეფასებების ნაწილზე გადავიდნენ. საპარლამენტო უმრავლესობა ერთწლიანი მუშაობის წარმატებებზე საუბრობდა და განსაკუთრებულ მადლიერებას ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოხატავდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის სიტყვებით, წარმატებულ მთავრობას ნდობას აუცილებლად გამოუცხადებენ:

„ცხადია, ჩვენ მთავრობას ნდობას გამოვუცხადებთ, იმიტომ რომ მთავრობა, სრული შემადგენლობით, ნდობას იმსახურებს, განსხვავებით იმ ყველაფრისგან, რაც ხდებოდა და რაც იყო ამ ქვეყანაში იმ მთავრობის ხელში, რომელსაც ჩვენ 2012 წლამდე თავის დროზე ჩავაბარეთ ქვეყანა“.
არ დაგიმალავთ და ველოდი სერიოზულ სამთავრობო პროგრამის წარმოდგენას, მაგრამ მივიღეთ პიროვნების კულტის და ლენინურ-სტალინური ეპოქის დითირამბები ბიძინა ივანიშვილის მიმართ, შეძახილები ამ ერთი კაცის განუმეორებლობის შესახებ...

საპარლამენტო უმცირესობა კი უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ პატივისცემის მასშტაბს უწუნებდა და მომავალ პრემიერ-მინისტრს უპასუხოდ დატოვებული კითხვების გამო საყვედურობდა. მათ შორის იყო ნუგზარ წიკლაურიც:

„არ დაგიმალავთ და ველოდი სერიოზულ სამთავრობო პროგრამის წარმოდგენას, მაგრამ მივიღეთ პიროვნების კულტის და ლენინურ-სტალინური ეპოქის დითირამბები ბიძინა ივანიშვილის მიმართ, შეძახილები ამ ერთი კაცის განუმეორებლობის შესახებ. ფაქტი კი არის: ერთმა მილიარდერმა განაცხადა, რომ მიდის პოლიტიკიდან და ამ ერთი წლის განმავლობაში, სხვადასხვა მონაცემით, ის გახდა ერთი მილიარდით უფრო მდიდარი, ხოლო ჩვენი ქვეყანა, საქართველო, არის ერთი მილიარდით უფრო ღარიბი. აი, ეს არის შეფასება ბიძინა ივანიშვილის ერთწლიანი მმართველობისა საქართველოში“.

დაახლოებით ამ შინაარსის გამოსვლების დასრულების შემდეგ პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასკვნით სიტყვაში ბიძინა ივანიშვილსა და პარლამენტს, გამოცხადებულ ნდობასთან ერთად, დაკისრებული დიდი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა და მთავრობის პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობა დადო.

ორი დღის ვადაში - იმის შემდეგ, რაც პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოაწერს ხელს - ქვეყანას ერთწლიანი გამოცდილების, ერთი ახალი წევრით განახლებული, ძველი სამთავრობო კაბინეტი ეყოლება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG