Accessibility links

ახალ სასწავლო წელს გალელი მოსწავლეებისთვის გადაადგილება არ შეუზღუდავთ


კოკის საჯარო სკოლა

კოკის საჯარო სკოლა

ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებული შეზღუდვების გარეშე შეძლეს გალელმა მოსწავლეებმა ზუგდიდში ადმინისტრაციული საზღვრის გავლით გადმოსვლა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლაში, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 14 მოზარდი გადმოვიდა მოსაზღვრე სოფელ ოტობაიიდან, ფიჩორიდან და ნაკარღალიდან. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოყოფილი სახელმწიფო ტრანსპორტი ელოდებოდა, რომელმაც ისინი 6 კილომეტრის დაშორებით მდებარე სკოლაში მიიყვანა:

მშობლებს ველაპარაკე, სია გაგზავნილი გვაქვსო სოხუმში, სია, რომ დართონ ნება საზღვრის გადმოკვეთის. არაფერი პასუხი ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ ეს, ალბათ, დასტურს ნიშნავს, ან შეიძლება საგუშაგო დღეს და ხვალ გაატარებს და ელოდება სიას და მერე სიის მიხედვით. ვნახოთ...

„თოთხმეტივე ბავშვი გადმოვიდა აფხაზეთიდან, თოთხმეტივე აქ არის. არავითარი პრობლემა მათ არ შეჰქმნიათ“, - აცხადებს განმუხურის სკოლის დირექტორი ზურაბ ჯოლოგუა.

რაც შეეხება ფახულანის სასწავლო დაწესებულებას, რომელიც ოკუპირებულ საბერიოს ესაზღვრება, აქ აფხაზეთიდან 9 ბავშვი გადმოვიდა. ამ ბავშვებს შორის ორი პირველკლასელია. შარშან საბერიოდან 11 მოსწავლე იყო, თუმცა ოთხმა მათგანმა სკოლა უკვე დაამთავრა.

„პირდაპირ გადმოვიდნენ. მე მშობლებს ველაპარაკე, სია გაგზავნილი გვაქვსო სოხუმში, სია, რომ დართონ ნება საზღვრის გადმოკვეთის. არაფერი პასუხი ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ ეს, ალბათ, დასტურს ნიშნავს, ან შეიძლება საგუშაგო დღეს და ხვალ გაატარებს და ელოდება სიას და მერე სიის მიხედვით. ვნახოთ", - გვითხრა სკოლის დირექტორმა ვახტანგ გოგოხიამ.

პრობლემები არ შეჰქმნიათ არც სოფელ კოკის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. სკოლის დირექტორ დალილა ჩიქავას თქმით, 26-ივემ ადმინისტრაციული საზღვარი შეფერხებების გარეშე გადმოკვეთა.

საერთო ჯამში, აფხაზეთის მოსაზღვრე სამეგრელოს სოფლების სამ სკოლაში 51 მოსწავლე ირიცხება ოკუპირებული ტერიტორიიდან. ეს ის მოზარდები არიან, რომლებმაც საკუთარ რაიონში განათლების მიღებაზე უარი თქვეს სკოლებში ქართულად სწავლის შეზღუდვის გამო.

კოკის საჯარო სკოლა

კოკის საჯარო სკოლა

მოსწავლეების პარალელურად, თავისი სურვილის წინააღმდეგ წავიდა და უარი თქვა საკუთარ სკოლაში დარჩენაზე პედაგოგმა ნანა ქვარაიამ. ის წლების განმავლობაში მათემატიკას ასწავლიდა ოკუპირებული ოტობაიის სკოლაში, თუმცა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით ხშირად შექმნილმა პრობლემებმა აიძულა ზუგდიდში დარჩენილიყო. ნანა ქვარაია უკვე 2 წელია კოკის საჯარო სკოლაში აგრძელებს მუშაობას.

„რაც იქ ხდება, თუ როგორ იზრდებიან ბავშვები, ეს უნდა ნახო, ამის გადმოცემა ჩვეულებრივი სიტყვებით შეუძლებელია. იცით, როგორი ურთიერთბებია? - ყველა ერთმანეთს ხელს უწყობს. როცა ქართულის გაკვეთილი ტარდება, მთელი სკოლა დაძაბულია, რომ არავინ შემოგვისწროს. ახლა, როგორც გავიგეთ, თვითონ იმ სკოლაშია შტაბი. აფხაზეთის გამგეობიდან დასვეს ვიღაც, მაგრამ მაინც ხერხდება ქართულად გაკვეთილის ჩატარება, თუმცა ეს ოფიციალურად აკრძალულია“, - ამბობს ნანა ქვარაია.

აფხაზეთის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლის აკრძალვის შესახებ ცნობები გასული წლის აგვისტოში გავრცელდა. განსაკუთრებული ყურადღება იყო, ამ მხრივ, მიმართული გალის რაიონისკენ, სადაც რიცხობრივად ყველაზე მეტი ეთნიკურად ქართველია დასახლებული და სადაც სწავლა-განათლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. ამასთან, გალის რაიონის სკოლის მასწავლებლებისთვის აგვისტოში ამოქმედდა სპეციალური რუსულენოვანი კურსი, რომელიც სამსახურის შენარჩუნების მსურველთათვის სავალდებულოა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG