Accessibility links

ახალი წლის სადღეგრძელოს მშვიდობისა მოსდევს, ამის შემდეგ კი მაყვალა ბერიშვილისთვის მოგონებებისა და სიმღერის დრო დგება:

„კორპუსში სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ორი ქართული ოჯახი ვიყავით, დანარჩენი ოსური ოჯახები იყო, მაგრამ ეს იყო ჰარმონიული თანაცხოვრება. მე გულწრფელად ვამბობ, ერთი ოსი ბებია გვყავდა მეზობლად, მოფერებით ბაბუშკას ვეძახდით და შვილის გაზრდისას სულ მხარში მედგა. მახსოვს ცხინვალში ზამთარი სულ სხვანაირი იცოდა და ჩემს სიმღერაშიც გამოვხატე ის მოგონება და ის სითბო, ცხინვალმა რაც დატოვა ჩემში. ზამთარი იყო ძალიან ლამაზი და სხვანაირი. მე ასეთი ზამთარი არ მინახავს.“

მაყვალა ხელში გიტარას იღებს და სიმღერას იწყებს: „ო როგორ მინდოდა ცხინვალო, შენთან ვყოფილიყავ ბოლომდე, ჩემს შვილებს შენს მკერდზე ევლოთ და ეფრინა ფიქრებს და იმედებს. დავივლი შადრევანს, იმ თეატრს, მოწყენილ ნაძვებს და მოედნებს. მეგობრებს ვერ გნახავთ მოგძებნით, უცხო ქალაქებს, რომ მოედეთ.“

ეს სიმღერა მაყვალა ბერიშვილს ცხინვალის მონატრებამ დააწერინა, ქალაქის რომელიც 90–იანი წლების კონფლიქტის დროს დატოვა. ამჟამად 7–სულიანი ოჯახი გორის ერთ–ერთ საბაშვო ბაღში ცხოვრობს. 2012 წელი იმით იყო გამორჩეული, რომ ბებია გახდა, შვილიშვილი ბარბარე ახლა 6 თვისაა. მაყვალა ბერიშვილს მიაჩნია, რომ 2013 წელი მშვიდობის და შერიგების დაწყების წელი იქნება.

„ღმერთმა მომცა საჩუქარი, რომ ბებია გავხდი. ახალი წელი ეს არის იმედების, მშვიდობის, სიყვარულის, ჰარმონიული ცხოვრების და მინდა მივულოცო იქით დარჩენილ მეზობლებს, მეგობრებს–ადამიანებს, რომლებსაც ახსოვთ ჩვენთან ცხოვრების ის დღეები და ის წლები. განსაკუთრებით იმ დედებს, რომლებსაც აქვთ მშვიდობისკენ სწრაფვა, შვილების კარგად ყოფნისკენ სწრაფვა და შერიგებისკენ ვინც ფიქრობს.“
სთვისულით და გულით მივულოცავ 2013 წელს მთელს საქართველოს, ასევე მივულოცავ ჩვენს ძმებს და მეგობრებს, ოსებს ცხინვალში. იქ შვილი და შვილიშვილები მყავს, როგორც მათ ვულოცავ ისევე ვულოცავ ჩემი თაობის ოსებს, ახალგაზრდა გოგო–ბიჭებს. სიხარულს, ბედნიერებას, ერთად ცხოვრებას, ძმობას და მეგობრობას, დაკარგული ნდობის და რწმენის აღდგენას ვუსურვებ ყველას...


ახალი წელი ნაზი ბერუაშვილისთვის ცხინვალში დარეკვით, ქალიშვილისთვის, სიძისთვის და შვილიშვილებისთვის დღესასწაულის მილოცვით იწყება.

„სულით და გულით მივულოცავ 2013 წელს მთელს საქართველოს, ასევე მივულოცავ ჩვენს ძმებს და მეგობრებს, ოსებს ცხინვალში. იქ შვილი და შვილიშვილები მყავს, როგორც მათ ვულოცავ ისევე ვულოცავ ჩემი თაობის ოსებს, ახალგაზრდა გოგო–ბიჭებს. სიხარულს, ბედნიერებას, ერთად ცხოვრებას, ძმობას და მეგობრობას, დაკარგული ნდობის და რწმენის აღდგენას ვუსურვებ ყველას.“

ნაზი ბერუაშვილი ორ ვაჟიშვილთან ერთად 4 წელია კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. 2008 წლის აგვისტოს ომმა იგი სოფელ კეხვიდან დევნილად აქცია. სახლიდან დაღუპული მეუღლის სურათიც კი ვერ გამოიტანა. ახლა ოთახის კედელზე სახლის სურათი ჰკიდია, სახლის, რომელიც ამჟამად დამწვარი და მიწასთან გასწორებულია. ნაზი ბერუაშვილს საკუთარი კარ–მიდამო და მეუღლის საფლავი სულ ენატრება.

იგი დიდი ტკივილის მიუხედავად ოპტიმიზმს არ კარგავს და მშვიდობის მშენებლობის საქმეში თავისი წვლილი შეაქვს. 2007 წლიდან ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წევრია, მუშაობდა დიდი ლიახვის ხეობის განათლების განყოფილების გამგედ, სწორედ ამ პერიოდში ხეობის სოფლის სკოლებში მშვიდობის ანატომიის სწავლება დაინერგა. ომამდე კი ამ სახელმძღვანელოს ცხინვალის საკვირაო სკოლაში ქართველი და ოსი ბავშვები ერთად სწავლობდნენ. ნაზი ბერუაშვილი ამ პროექტს ცხინვალის ქალთა მოძრაობის ლიდერთან ლირა ცხოვრებოვასთან ერთად ახორციელებდა და კვირაში ერთხელ ხეობის ბავშვები ცხინვალში მიჰყავდა.
ნაზი ბერუაშვილი

ნაზი ბერუაშვილი


„პირველი შეხვედრის დროს, ბავშვები ერთმანეთისგან შორი–შორს დასხდნენ, მაგრამ მეორე მესამე შეხვედრაზე ხელგადახვეულები იჯდნენ და შეყვარებულებიც კი გაიჩინეს. ისე მივიდნენ ერთმანეთის გულებთან ახლოს, დაცილება არ უნდოდათ და როცა ეს საკვირაო სკოლა დამთავრდა ტირილით დაშორდნენ ბავშვები ერთმანეთს. ახალგაზრდებს უფროსებმა გზა უნდა გავუკვალოთ და ეროვნებას ყურადღებას არ უნდა აქცევდნენ. არის ქართული სიმღერაც–ოღონდ კაცად ივარგე და სადაც გინდა იქ ილოცეო.“

ნაზი ბერუაშვილი და მაყვალა ბერიშვილი ქალთა სამშვიდობო მოძრაობის ფორმატში ოს ქალბატონებს ხშირად ხვდებიან და მათთან შერიგების და ნდობის აღდგენის თაობაზე საუბრობენ ხოლმე. მათი აზრით ქვეყანაში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობა კონფლიქტების მოგვარების პროცესზე და დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც უნდა აისახოს. ქალები კი სახალხო დიპლომატიის კუთხით აპირებენ გააქტიურებას. მათი აზრით გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს, მთავარი მონდომებაა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG