Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

2013 წლის სახეცვლილი ბიუჯეტი


ახალციხე
ახალციხე
5 მილიონზე ოდნავ მეტი – ეს ახალციხის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტია. შარშანდლისგან განსხვავებული, შემცირებული და სახეცვლილი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, სავარაუდოდ, ორ კვირაში დამტკიცდება. ჯერ კიდევ ძველი გამგეობის მიერ შემუშავებული პროექტი, შენიშვნებით, მუნიციპალიტეტის საკრებულომ განსახილველად უკვე გამგეობის ახალ შემადგენლობას დაუბრუნა. მოსახლეობა ყველაზე მეტად სოციალური საკითხების მოგვარებას ითხოვს და ამბობს, რომ განხილვის პროცესს არ ესწრება.

ბიუჯეტის ახალ პროექტში გაზრდილია გეგმიური და სასწრაფო ოპერაციების დაფინანასება, ასევე ბაღების, მუსიკალური სკოლებისა და სპორტული ნაწილის თანამშრომლების სახელფასო განაკვეთი. საერთოდ გაუქმდა 200 ლარიანი სასაჩუქრე პაკეტი ახალშობილებზე. ცვლილებებია ასევე აიპი რაბათის ციხის დაფინანსების მხრივ, – განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გაგა ივანიძე.

ბიუჯეტის პროექტის შესწორებების პერიოდი მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ჯერ კიდევ არ დასრულებულა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი განმარტავს, რომ ნაციონალური მთავრობის ბიუჯეტი ახალი მთავრობის მიერ სახეცვლილია.

სოციალური პირობებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში ვითარების გაუმჯობესება – ეს ის საკითხებია, რომლებიც კოალიციური მთავრობისათვის პრიორიტეტულს წარმოადგენს. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი აცხადებს, რომ გამგეობისთვის ბიუჯეტის დაბრუნების შემდეგ ცენტრალურ ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რამაც შესაძლებელია გავლენა ახალციხის ბიუჯეტზეც იქონიოს.

2013 წლის ბიუჯეტის განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოხდა. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ მთავარი საზოგადოების აზრია, რომელიც ფინანსურ დოკუმენტში უნდა აისახოს. თუ რა სურს მოსახლეობას, ეს კვლევებით უნდა დადგინდეს, მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის“ თავმჯდომარეს გიორგი ანდღულაძეს.

2012 წლის ბიუჯეტმა 44 მილიონზე მეტი შეადგინა, აქედან 32 მილიონი ახალციხის მუნიციპალიტეტს ტრანსფერის სახით გადაეცა.
XS
SM
MD
LG