Accessibility links

logo-print
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიულ 5 წლიან გეგმაში პრიორიტეტად ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, სოციალური სფერო და გარემოს დაცვა დასახელდა. გეგმაზე მომუშავე ჯგუფს მიაჩნია, რომ მთავრობის მიერ გეგმის დამტკიცების შემთხვევაში რეგიონში უმუშევართა რიცხვი შემცირდება, მოსახლეობა კი, ადგილობრივი ხელისუფლებისგან განსხვავებით, წლების მანძილზე მოუგვარებელ პრობლემებზე ლაპარაკობს. რას ფიქრობენ ახალციხეში სტრატეგიული გეგმის შესახებ და რა რჩება საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოუგვარებელ პრობლემად?
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიული 5 წლიანი გეგმა პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატში უკვე შეიმუშავეს. სტრატეგიული გეგმა დაურიგდება ყველა მუნიციპალიტეტს და კონკრეტულ საკითხებზე ისინი დაიწყებენ მუშაობას. პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე გელა დემეტრაძე განმარტავს, რომ გეგმაში რეგიონის ძლიერი და სუსტი მხარეები გათვალისწინებულია, ეს ყველაფერი კი მიმართულია იმისკენ, რომ გაიზარდოს დასაქმების რაოდენობა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მხარის სტრატეგიული გეგმა მუნიციპალიტეტისას ემთხვევა. ამიტომ საჭიროა დროის სწორად გაწერა და სამუშაოების დროულად შესრულება, განმარტავს თამარ კაპანაძე, რეგიონალური კოორდინატორი „უვესიდის“ მიერ დაფინანსებული პროგრამისა „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“.

რეგიონში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა და სტრატეგიული გეგმის უქონლობა მთავარ პრობლემას წარმოადგენს. დაუმტკიცებელ გეგმაში ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, სოციალური სფერო და გარემოს დაცვა – სტრატეგიულ პრიორიტეტად მიაჩნიათ. მოსახლეობა ამბობს, რომ რეგიონში უკვე მრავალი წელია ერთი და იგივე მოუგვარებელი პრობლემებია.

ეკონომიკის განვითარება სამცხე-ჯავახეთში გარკვეულწილად ტურიზმის განვითარებასთან ასოცირდება. ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები ფიქრობენ, რომ მოუწესრიგებელი სავალი გზა და სატრანსპორტო სისტემა, სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოების ნაკლებობა, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების დაბალი კვალიფიკაცია ქმნის, უმთავრესად, დარგის განვითარების შემაფერხებელ გაემოებას,– აცხადებს „გეოტურისტის“ ხელმძღვანელი აშოტ ფადარაშვილი.

ტურიზმის განვითარებაზე ტურისტული სააგენტოების, საოჯახო სასტუმროების, ახალციხის ციხის კომპლექსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მსჯელობენ. რეგიონში ტურისტების მოსაზიდად საჭირო საინფორმაციო ბუკლეტები არ არსებობს. ტურისტებისთვის, ცნობადობის თვალსაზრისით, სამცხე-ჯავახეთი სხვა რეგიონებს ჩამორჩება. შესაბამისად, ჩამოსულ დამსვენებელს არსებული კულტურული ძეგლების შესახებ ინფორმაცია თითქმის არა მოეპოვება.
XS
SM
MD
LG