Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ვაჟა ჩიტაშვილი; "ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ყველა დაწყებული პროექტის დასრულება"


განვლილი 2013 წელი, ახალციხელთა აზრით, მნიშვნელოვანი ძირითადად პოლიტიკური თვალსაზრისით იყო. საზოგადოების უმეტესი ნაწილი წლის მნიშვნელოვან მოვლენად 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ასახელებს, რის შემდეგაც საქართველოში კოჰაბიტაციური მმართველობა დასრულდა. ხელისუფლება დემოკრატიული გზით შეიცვალა, ყურადღება მიექცა განათლების სფეროს, თუმცა გამოკითხულთა ნაწილს იმედები გაუცრუვდა: უნდა გაიზარდოს პენსია, შეწყდეს მიგრაცია ქვეყნიდან და საქართველოს აღორძინება სოფლის მეურნეობის განვითარებით დაიწყოს.

მალხაზ ჟუჟუნაძე
მალხაზ ჟუჟუნაძე
გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობის მსგავსად, 2013 წლის მთავარ მოვლენად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეც 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ასახელებს. მალხაზ ჟუჟუნაძის თქმით, ეს განსაკუთრებული იმითაა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა პროცესი დემოკრატიულად შეაფასეს. არჩევნების გარდა, მალხაზ ჟუჟუნაძეს მნიშვნელოვან მოვლენად ქალაქში ქუჩების მოწესრიგებაც მიაჩნია.

ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატის, ვაჟა ჩიტაშვილის შეფასებით, ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვილნიუსის სამიტი და ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება იყო. პოლიტიკისგან განსხვავებით, რთული წელი იყო ეკონომიკის სფეროში. ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის 2013 წლის პირველი 6 თვე ეკონომიკური პროცესებისაშკარა შენელებით გამოირჩეოდა. ვაჟა ჩიტაშვილის თქმით, წლის მეორე
ვაჟა ჩიტაშვილი
ვაჟა ჩიტაშვილი
ნახევარში პროექტების განხორციელება დაიწყო, თუმცა მოსახლეობის მოლოდინი გაცილებით მეტი იყო. ახალციხელთა რჩეულის აზრით, ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ყველა დაწყებული პროექტის დასრულება.

ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ინტერესთა თანხვედრის გამო, 2014 წლიდან ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებს. ეკონომიკური წინსვლა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – ეს ის საკითხებია, რომელზეც, ვაჟა ჩიტაშვილის აზრით, ერთობლივი მუშაობაა საჭირო.
XS
SM
MD
LG