Accessibility links

logo-print

ზაზა ნათენაძე: "შსს–ს დაქვემდებარებაში გადასვლით, იმედია, ბიჭებს ჩინი და ხელფასი გაეზრდებათ"


ახალციხე

ახალციხე

კახა ბერიძის თქმით, მერიის ინიციატივით ის შენობა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია განლაგებული, ძალოვან სტრუქტურას უსასყიდლოდ სამი წლის ვადით გადაეცა.

ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სახანძრო და სამაშველო სამსახურები 10 იანვრიდან გაერთიანდნენ და, გამგეობისა და გუბერნიის ნაცვლად, ახალი სამსახური უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. ბრძანება ამის შესახებ ქალაქ ახალციხის საკრებულომ 10 იანვარს მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარე კახა ბერიძე განმარტავს, რომ გადაწყვეტილებას ყველა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

თუკი სახანძრო სამსახური ქალაქის მერიას ექვემდებარებოდა, სამაშველო სამსახური სამცხე–ჯავახეთის გუბერნიის მითითებებს ასრულებდა. ორ კვირაზე მეტია, ორივე სამსახურში რეორგანიზაცია დაიწყო. ამ დროისათვის გაერთიანებულ სტრუქტურაში ხელმძღვანელის მოვალეობას ზვიად კუჭაძე ასრულებს. რეორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა, – აცხადებს მედიასთან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

ნათია კომლაძე ერთ-ერთია იმ ახალციხელთა შორის, ვინც ფიქრობს, რომ მეხანძრე-მაშველის პროფესია საქართველოში დაუფასებელია.

გაერთიანებული სამსახურის თანამშრომლები მედიასთან კომენტარს აღარ აკეთებენ. სამაშველო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ზაზა ნათენაძე, მიესალმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ახალი სტრუქტურა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდეს, რადგან იმედოვნებს, რომ ყოფილ თანამშრომლებს სამუშაოსთან ერთად ჩინი და ხელფასი მოემატებათ.

შსს–ს ცნობით, ახალ სამსახურს ახალი ხელმძღვანელი თებერვლის თვიდან ჩაუდგება სათავეში.

XS
SM
MD
LG