Accessibility links

logo-print

ყოფილი გამგებლისა და ახალციხის საკრებულოს წევრის მოგებული სასამართლო პროცესები


ქალაქახალციხის საკრებულოში ,,ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ წევრის შალვა გოგოლაძის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე აღდგენის პროცესს ხმაური მოჰყვა. წარმომადგენლობით ორგანოში უმრავლესობის დეპუტატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მათი განმარტებით, მართლმსაჯულების ორგანომ შალვა გოგოლაძის საქმეზე გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მიიღო.

ხმაურის მიუხედავად, საკრებულომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა და შალვა გოგოლაძე თანამდებობაზე აღადგინა. ირაკლი ალასანიას პარტიის წევრი ფიქრობს, რომ სასამართლომ მისი მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება იურიდიული კომისიის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, გელა პეტაშვილს, ის მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების ორგანომ მისი ინტერესები არ გაითვალისწინა. ამიტომ იგი საკუთარი უფლებების დაცვას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გელა პეტაშვილის გარდა ქალაქის საკრებულოც გაასაჩივრებს, - ამბობს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. თამარ გოგოლაძის განმარტებით, საკრებულო არის არჩევითი ორგანო.

სააპელაციო სასამართლოში ახალციხის ადგილობრივი ხელისუფლებისგან კიდევ ერთი საქმე მოხვდა. ყოფილმა გამგებელმა ბესიკ ბლიაძემ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მოიგო კიდეც. სასამართლო სხდომა 3 აპრილს გაიმართა თბილისში. ყოფილ გამგებელს ბრალი საქარველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით ედებოდა, რომელიც სამსახურებრივ სიყალბეს გულისხმობს.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბესიკ ბლიაძე ათთვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ დამნაშავედ ცნო და სამი ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. ყოფილი გამგებელი ირწმუნება, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის საჩივარი, რომელიც მისთვის ბრალის დამძიმებას მოითხოვდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG