Accessibility links

logo-print

ახალციხეში სარწყავი წყლის გამო მოსახლეობა ერთმანეთს უპირისპირდება


ახალციხე

ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქშიმოსახლეობა ერთმანეთს სარწყავი წყლის გამო მესამედ დაუპირისპირდა. მათი თქმით, დებეტი საკმარისი არ არის, ამის გამო კი ადგილობრივებს ერთმანეთთან კონფლიქტი მოსდით. გარდა ამისა, მოსახლეობა მიწის ნაკვეთის მორწყვისათვისერთ საათში სამოც ლარს იხდის. მოსახლეობა ამბობს, რომ მინაძის სატუმბზე, საიდანაც მათ წყალი მიეწოდებათ, არხები გასაწმენდია, არხების მოვლა–პატრონობა კი სამცხე–ჯავახეთის მელიორაციის სამსახურს ევალება.

წყლის დებეტის სიმცირის გარდა, ჭაჭარაქის მოსახლეობა რწყვის ტარიფზეც ჩივის. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვისათვის ადგილობრივები ერთ საათში სამოც ლარს იხდიან. ჰექტრობით მიწის ნაკვეთისთვის კი აღნიშნული დრო საკმარისი არ არის, ამიტომ გლეხებს მოსავლის მოყვანა კოლოსალური თანხა უჯდებათ.მოსახლეობა აღნიშნულ ტარიფსაც აპროტესტებს და სამცხე-ჯავახეთის მელიორაციის სამსახურს თანხის შემცირება სთხოვს.

სიტუაციის გასარკვევად სოფელში მელიორაციის სამსახურისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ. მათი თქმით, იმისთვის, რომ მოსახლეობას რწყვის სეზონთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნას, არხები მუდმივად იწმინდება, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში კი მის დროულად აღმოფხვრას ცდილობენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი რამინ მარტინენკო ადგილობრივ მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ სიტუაციას ხელოვნურად ძაბავენ და ჭაჭარაქის მკვიდრთ სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

სამცხე-ჯავახეთის მელიორაციის სამსახურის უფროსის განმარტებით, თანხა, რომელსაც მოსახლეობა მორწყვაში იხდის, თვითღირებულებიდან გამომდინარეობს. ჯემალ გიორგაძის თქმით, ფერმერებს აღნიშნული ტარიფი ამ დრომდე არ გაუპროტესტებიათ. რაც შეეხებასატუმბის მუშაობასა და წყლის დებეტის რაოდენობას, მისივე მტკიცებით, სამსახური პრობლემას შეისწავლის.

ამ დროისათვის სოფლებში რწყვის აქტიური სეზონია. სოფელ ჭაჭარაქში 100-მდე ოჯახი მინაძის წყალსატუმბით სარგებლობს. ორი სოფლის მოსახლეობას საკუთარი ნაკვეთის მოსარწყავად რიგში დგომა რამდენიმე დღე უწევს. ადგილობრივები ამბობენ, რომ არასაკმარისი გასარწყავიანების გამო ყოველწლიურად ნაკლებ მოსავალს იღებენ, ჭაჭარაქისა და მინაძის მკვიდრთათვის კი შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანიწყარო მიწათმოქმედებაა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG