Accessibility links

logo-print

თინა ოსკანიანი 50 წელზე მეტია აბასთუმანში იმ სახლში ცხოვრობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული. 75 წლის მოხუცი ამბობს, რომ საცხოვრებელი სახლი უმძიმეს მდგომარეობაშია. ვიდრე სახლების პრივატიზება მოხდებოდა, ადგილობრივი ხელისუფლება გარე სამუშაოებს ასრულებდა, პრივატიზების შემდეგ კი ხელისუფლების წარმომადგენლებს უფლებამოსილება შეუწყდათ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აბასთუმნის სახლების შესარემონტებლად გადაწყვეტილებას კომპანია „ჯეო–გრაფიკისგან“ ელოდებიან. აბასთუმნის რწმუნებული განმარტავს, რომ მარტო აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული 200-ზე მეტი სახლია. ნანა ბარბლიშვილი იმედოვნებს, რომ 2016 წლიდან ხელისუფლება შეძლებს შენობების რეაბილიტაციას.

ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ამ დროისთვის უცნობია, რა თანხა იქნება საჭირო, ვინ გამოყოფს ამ თანხას და კონკრეტულად როდის დაიწყება სარემონტო სამუშაოები, თუმცა ირწმუნება, რომ სპეციალისტები პროექტზე უკვე მუშაობენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG