Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზღვრისპირა რეგიონებში ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო თემები იქმნება


ახალციხე
ახალციხე

საზღვრისპირა რეგიონებში ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო თემები იქმნება. იმ საცხოვრებელ სახლებში და სასოფლო-სამეურნეო ობიექტებზე, რომელთა აშენებასა და შექმნასაც ითვალისწინებს პროექტი, ვეტერანების დასახლება და დასაქმება იგეგმება. ინიციატივას შეფასებას აძლევენ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ომის მონაწილეები.

ფრიდონ ნადიბაიძე აფხაზეთის ომის ვეტერანია. მას კოდორში ბრძოლა ომის მონაწილეებისათვისყველაზე მძიმე და მნიშვნელოვან ბრძოლად მიაჩნია. ამბობს, რომ ყველა ქართველს, ვინც ამ დროს საქართველოსმთლიანობისთვის იბრძოდა შესაბამისი ყურადღება უნდა მიექცეს. ომის მონაწილე ხელისუფლების ინიციატივას, რომლის თანახმად, საზღვრისპირა რეგიონებში ვეტერანების დასახლებისათვის სასოფლო-სამეურნეო გაერთიანება იქმნება, დადებითად ხვდება,

ფრიდონ ნადიბაიძის მსგავსად, ახალციხეში მცხოვრები ომის მონაწილეთა გარკვეული ჯგუფი ფიქრობს,რომ პროექტი საინტერესოა და ვეტერანთანაწილი მასზე უარს არ იტყვის, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ზოგიერთებმა საკუთარი საცხოვრებლის დატოვება და საზღვრისპირა ტერიტორიაზე დასახლება არ ისურვონ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსის დავით ფეიქრიშვილის თქმით, რეგიონში ტერიტორია, სადაც ვეტერანები დასახლდებიან, უკვე გამოყოფილია. ახლო მომავალში მიწებზე სინჯებს აიღებენ და ნიადაგის ნაყოფიერებას შეამოწმებენ. პროექტის განხორციელებისათვის საჭირო თანხებს ებრაელი ინვესტორები ჩადებენ.

პროექტის მიზანი, ვეტერანთა დასაქმებასთან ერთად, საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობით შევსებაა. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კონკრეტული სამუშაოები პროექტის განხორციელების მიმართულებით უახლოეს მომავალში დაიწყება, თუმცა საპილოტე პროგრამა გარდაბანში უკვე განხორციელდა: მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 500 ვეტერანი დასახლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG