Accessibility links

logo-print

ახალციხის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლების ანაზღაურება 200 ათასი ლარით იზრდება


ახალციხე

ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. რამდენიმე დღეში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო დოკუმენტის საჯარო განხილვას დაიწყბს, მანამდე კი თემის მოსახლეობა იმ პრობლემებზე ლაპარაკობს, რომლებიც სურთ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომავალი წლის ბიუჯეტით მოუგვაროს.

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ, 2015 წელთან შედარებით, მომავალი წლის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა. პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურის ნაწილში თანხის მატება არ ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, გელა ლომიძეირწმუნება, რომსაგზაო ინფრასტრუქტურას 55 ათასი ლარი შეემატება, მელიორაციის სამსახურის ბიუჯეტი კი 50 ათასი ლარით გაიზრდება.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში ამბობენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში 200 ათასი ლარით დაფინანსდება სკოლამდელი აღზრდის გაერთიანება, რითაც ოთხი ახალი ბაღის აშენება იგეგმება.თანხის მომატება 10 ათასი ლარით არის დაგეგმილი სოციალურ პაკეტშიც და ის მხოლოდ გამოკვლევებისა და ოპერაციებისთვისააგათვალისწინებული. საკრებულოს დეპუტატები ამბობენ, რომ აღნიშნული მუხლის თანხა მცირეა, ამიტომ ისინი გამგეობას რეკომენდაციებს მისცემენ. თემურ ბარძიმაძის თქმით, მომავალი წლის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სოციალური სფეროს გაძლიერება უნდა იყოს.

მომავალი წლისთვის გაიზრდება ახალციხის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლების ანაზღაურება, რისთვისაც ამ მუხლს 200 ათას ლარზე მეტი დაემატა. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ საკრებულოს ოპოზიციური პარტიის დეპუტატი 2016 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ პროექტი მისთვის ბუნდოვანი და გაუგებარია.

რომელ სფეროში შემცირდა თანხები, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურშიჯერ არ იციან, თუმცა ბიუჯეტის არსებულ პროექტში მითითებულია, რომ თანხები კულტურისა და სპორტის მიმართულებით 21 ათასი ლარით შემცირდა, ხოლო ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და უკიდურესად გაჭირვებულთათვის გამოყოფილმა თანხებმა 50 ათასი ლარით იკლო. პროექტის მიხედვით, შემცირებულია აწყურში მეწყრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ხარჯებიც. 22 გვერდისაგან შემდგარი თემის მთავარი ფინანსური დოკუმეტი 4 მილიონ 441 ათასი ლარით გაიწერა. საკრებულო ბიუჯეტის საჯარო განხილვებს მომავალი კვირიდან დაიწყებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG