Accessibility links

logo-print

ეკონომიკური აღმავლობა, მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ევროინტეგრაცია და ჯანმრთელობა – ეს სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობის ძირითადი სურვილებია. რადიო თავისუფლებამ ადგილობრივებს გასული წლის შეჯამება და 2016 წლის განმავლობაში სასურველი საკითხების დასახელება სთხოვა. რას ფიქრობენ რიგითი მოქალაქეები და რა გეგმები აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას?

ნანა ლომიძის ოჯახის ძირითადი შემოსავალი ის მცირე საწარმოა, რომელიც მან წლების წინ გახსნა. ამბობს, რომ 2016 წელს ხელისუფლებისგან საკანონმდებლო დონეზე იმ ინიციატივას ელის, რომელიც მცირე მეწარმეთა პირობებს ცოტათი მაინც გააუმჯობესებს.

გელა ბარძიმაძე შშმ პირი დაახლოებით 20 წლის წინ გახდა, როცა ექიმებმა ზუსტი დიაგნოზის დასმა დროულად ვერ მოახერხეს და იგი ეტლს მიეჯაჭვა. ახლა უკვე ა/ო ,,ყველა ყველასათვის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ 2016 წელს ხელისუფლებისგან იმ დაპირების შესრულებას ელის, რომელიც გასულ წელს მიიღო.

ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი 2015 წელს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა იმ შეცდომებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც, მისი აზრით, ხელისუფლებამ დაუშვა. კონკრეტულ პრობლემებზე საუბარი არ სურთ დანარჩენ ახალციხელებს, თუმცა სურვილი აქვთ, რომ 2016 წელი მოქალაქეთა აქტიურობითა და ხელისუფლების მეტი პასუხიმგებლობით იყოს გამორჩეული.

კონკრეტული დაპირებებისგან თავს იკავებს ადგილობრივი ხელისუფლება. ჯერ კიდევ საახალწლო განწყობის გამო ხელმძღვანელი პირები მშვიდობას, ჯანმრთელობასა და წარმატებული პროექტების სიმრავლეს უსურვებენ რეგიონის მოსახლეობას. სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში აკაკი მაჭუტაძე 2016 წელს გარდამტეხად მიიჩნევს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ თემში იმ პროექტების განხორციელებას გეგმავს, რომლებიც მას მოსახლეობამ 2015 წელს მოსთხოვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG