Accessibility links

logo-print

იზო სამსონიშვილის მცდელობა, რომ დოლარი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში შეეძინა, უშედეგოდ დასრულდა. ახალციხეში, სავალუტო ჯიხურებში, ამერიკული ვალუტა რამდენიმე დღეა აღარ აქვთ. ვალუტის გადამცვლელები ამბობენ, რომ, მაღალი კურსის მიუხედავად, დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა. ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ლარის გაუფასურების გამო მოსახლეობაში პანიკა გაჩნდა. მოქალაქეები იმის შიშით, რომ კურსი ისევ არ შეიცვალოს, ამერიკულ დოლარს წინასწარ ყიდულობენ, აცხადებს ვალუტის გადამცვლელი ნოდარ მოსიძე.

მყიდველის ნაკლებობაზე ჩივიან მცირე მეწარმეები. ამბობენ, რომ ბოლო ხანებშიმათ საქონელზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მიზეზად მაღაზიის მეპატრონეები ლართან მიმართებაში დოლარის გამყარებას ასახელებენ. მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აბრალებენ ადგილობრივები. ფიქრობენ, რომმედიკამენტებსა და სურსათზე ფასების ზრდა ამერიკული დოლარის გამყარებამ გამოიწვია.

ადგილობრივებს არ ეთანხმება საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის ხელმძღვანელი. ნუგზარ თათეშვილის აზრით, პროდუქტზე ფასების ზრდას არა დოლარის გამყარება, არამედ ბაზრის მოთხოვნა განაპირობებს.

ლარის მდგომარეობა ნაწილობრივ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებით რომაა განპირობებული, ამას ეკონომისტიც ადასტურებს. როინ თათეშვილის თქმით,ეროვნული ვალუტის დასტაბილურებისთვის ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა ერთად უნდა იმუშაოს. მცურავი კურსის შეჩერება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებითა და იმპორტის გაზრდითაა შესაძლებელი, ფიქრობს ეკონომისტი როინ თათეშვილი.

ეროვნული ვალუტის კურსზე გავლენას საგარეო ფაქტორები რომ ახდენს, ამის დასტურად ქვეყნის პირველ პირებს საქართველოს მეზობლების მდგომარეობა მოჰყავთ. ეკონომიკური კრიზისი თითქმის ყველა ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსზე აისახა, თუმცა ლარზე მეტად მხოლოდ უკრაინული გრივნა, რუსული რუბლი და აზებაიჯანული მანათია გაუფასურებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG