Accessibility links

logo-print

ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილმა დეპუტატობის კანდიდატებმა პირველი დებატები გამართეს. თითოეული მათგანი „დემოკრატიული ჩართულობის მედიაცენტრში“ შეკრებილ საზოგადოებას თავის საარჩევნო პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ერთადერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი, ნუგზარ პარუნაშვილი, დებატების დადებით და უარყოფით მხარეებზე ლაპარაკობს.

შეხვედრას სადამკვირვებლო მისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მედია და კანდიდატების მხარდამჭერები ესწრებოდნენ. ორგანიზატორებმა ხუთივეს ერთი და იგივე კითხვა დაუსვეს. თითოეულ კანდიდატს პასუხისთვის სამი წუთი ჰქონდა მიცემული. „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილი კანდიდატი, გოდერძი კუბლაშვილი, აქცენტს განათლებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე აკეთებს.

შეხვედრის ბოლოს კანდიდატებმა დამსწრე საზოგადოების კითხვებსაც უპასუხეს. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ბესიკ ხითარიშვილმა, განაცხადა, რომ მთავარი დებატები კანდიდატებს შორის მას მერე გაიმართება, როცა ყველა კანდიდატი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას მოახდენს.

შეხვედრის მიზანი იყო ამომრჩევლებისთვის დეპუტატობის კანდიდატთა გაცნობა. პირველი დებატების ორგანიზატორი ახალციხის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრია“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG