Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხის მერობის კანდიდატები


ახალციხე
ახალციხე

ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატის გამო კიდევ ერთი არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო. ქალაქ ახალციხის უკვე ყოფილი მერი და ამჟამად მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაზე საუბრობს. გიორგი კოპაძე არ გამორიცხავს, რომ მერობის კანდიდატად ხელისუფლებამ ისევ მერის მოვალეობის შემსრულებელი წარადგინოს.

ქალაქ ახალციხის მერის მოვალეობის შემსრულებელი მუშაობის პრიორიტეტებზე ამახვილებს ყურადღებას. ილია ზარდიაშვილს, ვიდრე ქალაქის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნებოდა და, შესაბამისად, მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდებოდა, ახალციხის თემში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა, უფრო ადრე კი სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში მუშაობდა.

ახალციხის მერობის კანდიდატები
please wait

No media source currently available

0:00 0:02:49 0:00
გადმოწერა

ახალციხეში მერობის კანდიდატი 29 აგვისტოს უკვე დაასახელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა, ადგილობრივებთან მოსალოდნელი პოლიტიკური ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატს 2005–12 წლებში ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. ირაკლი ერეკლიშვილი დღემდე კერძო ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა.

მერობის კანდიდატების დასახელებას კვირის ბოლომდე გეგმავს "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" და საარჩევნო ბლოკი ,,პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“. მიუხედავად დასახელებული კანდიდატებისა, ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დრომდე რეგისტრირებული არ არის არც ერთი მერობის კანდიდატი. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, მათგან რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი – დამოუკიდებელი კანდიდატი ნუგზარ პარუნაშვილი. კანონის მიხედვით, პარტიებს კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 8 სექტემბრამდე აქვთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG