Accessibility links

logo-print

აქცია თბილისის განვითარების ფონდის წინააღმდეგ


2 სექტემბერს თბილისში, მარჯანიშვილის 16 ნომერ სახლთან, აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მარჯანიშვილის ქუჩის რესტავრაციის შემდეგ რამდენიმე წელია ახალ კორპუსში შესახლებას ელიან, კორპუსი კი, რომელიც მათი სახლის სანაცვლოდ შენდება, ჯერ არ დასრულებულა. გარდა ამისა, არის სხვა პრეტენზიებიც. პასუხად, თბილისის განვითარების ფონდის პიარმენეჯერი ნათია ქემაშვილი აცხადებს, რომ მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება, დანარჩენ საკითხებზე კი მოსახლეობას შეუძლია ფონდს უშუალოდ მიმართოს.

XS
SM
MD
LG