Accessibility links

„ალ-ჯაზირის“ ჟურნალისტმა განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა


ავსტრალიელი ჟურნალისტი პეტერ გრესტე

ავსტრალიელი ჟურნალისტი პეტერ გრესტე

ტელეკომპანია „ალ-ჯაზირის“ ჟურნალისტმა პეტერ გრესტემ ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატა ალ სისის მოუწოდა, შეიწყალოს ის და მისი ორი კოლეგა, რომლებსაც ეგვიპტის სასამართლომ 29 აგვისტოს სამ-სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სიდნეიში 30 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე პეტერ გრესტემ „უსამართლო“ და „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა სასამართლოს ვერდიქტს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. კანადელი მოჰამედ ფაჰმი, ავსტრალიელი პეტერ გრესტე და ეგვიპტელი პროდიუსერი ბაჰერ მოჰამედი 2013 წლის დეკემბერში დააკავეს, როდესაც ისინი დოჰაში მდებარე ტელეარხში მუშაობდნენ. მათ პროკურატურამ ბრალი წაუყენა ყოფილი მმართველი პარტია „მუსლიმთა საძმოს“ წევრობაში, რომელსაც ეგვიპტის ხელისუფლებამ ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მისცა. გრესტეს დეპორტაცია ეგვიპტემ თებერვალში განახორციელა. ფაჰმი და მოჰამედი კი მოგვიანებით თავდებით გაანთავისუფლეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG