Accessibility links

logo-print
როდესაც ამერიკელ კანონმდებლებს ესაუბრებოდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დარწმუნებით განაცხადა, შეზღუდული სამხედრო ოპერაცია სირიის რეჟიმის წინააღმდეგ არ გააძლიერებს „ალ ყაიდის“ ექსტრემისტებსო. კერის ნათქვამს, სირიის ოპოზიცია „სულ უფრო მეტად ზომიერი ხდებაო“, უმალ გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ამ სიტყვებს „ტყუილი“ უწოდა.

რამდენად დიდია „ალ ყაიდის“ გავლენა სირიის ოპოზიციაში და როგორ ახასიათებს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალთა ბალანსს სირიის ოპოზიციის ზომიერ ნაწილსა და „ალ ყაიდის“ მებრძოლებს შორის? ეს ის მნიშვნელოვანი კითხვებია, რომლებიც ამერიკელმა კონგრესმენებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის 3 სექტემბერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაუსვეს, სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის რეზოლუციის პროექტზე დაგეგმილი მსჯელობის წინ.
სირიის ოპოზიცია სულ უფრო გამოირჩევა თავისი ზომიერებით, სულ უფრო გამოირჩევა წევრების ფართო თვალსაწიერით და გამოირჩევა დემოკრატიული პროცესებისადმი, ფართო საფუძველზე, სირიის მომავლის პატივისცემით გამსჭვალული, ყოვლისმომცველი და უმცირესობის უფლებათა დამცველი სეკულარული კონსტიტუციისადმი ერთგულებით...

ვაშინგტონი არ ასაჯაროებს კონკრეტულ რიცხვს, თუ რამდენი მებრძოლით არის წარმოდგენილი „ალ ყაიდა“ სირიის დაქსაქსულ ოპოზიციაში. ასეთი დეტალური ინფორმაცია კონგრესმენებმა მხოლოდ დახურულ შეხვედრაზე მიიღეს. მაგრამ 3 სექტემბერს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას, კერიმ არაკორექტული უწოდა განცხადებას სირიის ოპოზიციის რიგებში დიდი რაოდენობით ექსტრემისტების ინფილტრირების შესახებ. კერის თქმით, ექსტრემისტების რაოდენობა ანტიასადურ მოძრაობაში, რომელიც 100 ათასამდე მებრძოლს ითვლის, დაახლოებით 15-25 პროცენტს შეადგენს. მეტიც, კერის თანახმად,“ალ ყაიდის“ მებრძოლების რაოდენობა მეამბოხეთა რიგებში გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდნენ:

„სირიის ოპოზიცია სულ უფრო გამოირჩევა თავისი ზომიერებით, სულ უფრო გამოირჩევა წევრების ფართო თვალსაწიერით და გამოირჩევა დემოკრატიული პროცესებისადმი, ფართო საფუძველზე, სირიის მომავლის პატივისცემით გამსჭვალული, ყოვლისმომცველი და უმცირესობის უფლებათა დამცველი სეკულარული კონსტიტუციისადმი ერთგულებით“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ამ განცხადებას ტყუილი უწოდა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც 5 სექტემბერს, რუსეთში „დიდი 20“-ის შეხვედრის წინ, განაცხადა, რომ ჯონ კერიმ ამერიკელ კონგრესმენებს დაუმალა სირიაში „ალ ყაიდის“ არსებობა:

„ვუყურე დებატებს კონგრესში. კონგრესმენი ბატონ კერის ეკითხება: არის იქ ალ ყაიდა? ამბობენ, რომ ისინი გაძლიერდნენო. არა, - პასუხობს კერი, - მთელი პასუხისმგებლობით გპასუხობთ, რომ ალ ყაიდის მებრძოლები იქ არ არიან“. სირიაში ოპოზიციის მთავარი რგოლია ე.წ. „ალ ნუსრა“, „ალ ყაიდის“ ქვედანაყოფი და მათ ეს იციან. ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი

ჩემთვის ამის ნახვა, უბრალოდ, სასიამოვნო არ იყო. ჩვენ ხომ მათთან [ამერიკელებთან] კავშირი გვაქვს. გამოვდივართ იქიდან, რომ ისინი პატივსაცემი ადამიანები არიან. მაგრამ კერი, პირდაპირ უნდა ითქვას, იტყუება. და იცის, რომ იტყუება. ეს სამწუხაროა“.

თუმცა ჯონ კერის არ უარუყვია სირიაში პუტინის მიერ ნახსენები „ალ ნუსრას“ (ფრონტის) არსებობა. პირიქით, როდესაც ბაშარ ალ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ შეზღუდული სამხედრო ოპერაციის ჩატარების გეგმაზე საუბრობდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა იმ საშიშროებას, რომ ასადის რეჟიმის ხელთ არსებული ქიმიური იარაღი შესაძლოა ხელში ჩაუვარდეს „ალ ყაიდას“, რომელიც მას მოგვიანებით აშშ-ის წინააღმდეგ გამოიყენებსო.

არავინ უარყოფს არც იმას, რომ სირიაში ძირითადად „ალ ყაიდის“ ორი ქვედანაყოფი მოქმედებს. პირველია ერაყის „ალ ყაიდა“, რომელსაც სათავეში უდგას აბუ ბაქრ ალ ბაღდადი. გასულ თვეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბაღდადიმ სამხედრო ბაზა გადაიტანა სირიაში. „ალ ყაიდის“ მეორე ძირითადი დაჯგუფებაა „ალ ნუსრას“ ფრონტი ან „ჯაბჰათ ალ ნუსრა“. ეს ექსტრემისტული ორგანიზაცია 2012 წლის დასაწყისში შეიქმნა ერაყში მოქმედი „ალ ყაიდის“ დასახმარებლად. „ალ ნუსრას“ ფრონტს ამჟამად ხელმძღვანელობს სირიული წარმომავლობის მუჰამად ალ გორანი, რომელმაც უკანასკნელ ხანს შეამცირა კავშირები ერაყის „ალ ყაიდასთან“ და ამჟამად ღიად უცხადებს ლოიალობას „ალ ყაიდის“ ეგვიპტის ლიდერს, აიმა ზავაჰირის, რომელიც პაკისტანში იმალება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ლიდერები ჰყავთ, სირიაში მოქმედი „ალ ყაიდის“ ორი ძირითადი დაჯგუფება ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი ძალებით იბრძვის. დაბოლოს, ცნობილია ისიც, რომ ამ ჯგუფებმა სირიაში დაქირავებული მებრძოლების სახით მყოფი სუნიტი ექსტრემისტების მიმხრობაც შეძლეს.
XS
SM
MD
LG