Accessibility links

logo-print
ამ რამდენიმე დღის წინათ, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა საზოგადოებას გააცნო ახალი მეცნიერული აღმოჩენა - „მეხუთე თავის ქალა დმანისიდან“. ამას წინ უძღოდა პუბლიკაცია აშშ-ის ავტორიტეტიან სამეცნიერო ჟურნალ „საიენსში“, სადაც 18 ოქტომბერს დაიბეჭდა სტატია სათაურით „სრული თავის ქალა დმანისიდან და ადრეული ჰომოს ევოლუციური ბიოლოგია“. სტატიის ავტორები არიან ქართველი მეცნიერები დავით ლორთქიფანიძე, აბესალომ ვეკუა და ანი მარგველაშვილი, თანაავტორები კი - მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ცენტრების თანამშრომლები. დმანისის აღმოჩენას „საიენსი“ უკვე მესამედ უძღვნის ვრცელ სტატიას. ამ ჟურნალის გარეკანზე მოხვედრა კი ქართული მეცნიერების კიდევ ერთ მსოფლიო აღიარებას ნიშნავს. ამრიგად, დმანისი კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა... დმანისის აღმოჩენების თაობაზე რადიო თავისუფლებას ესაუბრება საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

XS
SM
MD
LG