Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე ჯავახიშვილი: სამხედრო-საზღვაო ძალები არასოდეს აინტერესებდათ საქართველოში


ალექსანდრე ჯავახიშვილი
ალექსანდრე ჯავახიშვილი

18 თებერვალს კონტრადმირალ ალექსანდრე ჯავახიშვილს 84 წელი შეუსრულდა. ოფიცერი, რომელსაც ჯერ კიდევ 1970 წელს მიენიჭა პირველი რანგის კაპიტნის წოდება და საბჭოთა ფლოტის წყალქვეშა ატომურ კრეისერს მეთაურობდა, 1990-იან წლებში საქართველოში დაბრუნდა და ხელისუფლების თხოვნით საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების შექმნა დაიწყო. თუმცა მის მიერ დაწყებული საქმე არ გაგრძელდა - სამხედრო-საზღვაო ძალები ყოველთვის "გერის" მდგომარეობაში იყო შეიარაღებულ ძალებში, ხოლო 2009 წელს საერთოდ ჩამოაშორეს თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცეს. ხანდაზმული ოფიცერი მეუღლესთან ერთად შვილის ბინაში ცხოვრობს თბილისში, იმ ქალაქში, სადაც ფეხი აიდგა და გატაცებით თამაშობდა ფეხბურთს ცნობილ 35-ე საფეხბურთო სკოლაში.


  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG