Accessibility links

logo-print

აშშ შეშფოთებულია სირიაში რუსეთის ჯარების შესაძლო შეყვანის გამო


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარში შეშფოთება გამოთქვა გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, რომ რუსეთი სირიაში სამხედრო ძალების შეყვანას გეგმავს. კერის თქმით, თუკი ეს ინფორმაცია სიმართლეს შეეფერება, ეს ვითარების კიდევ უფრო მეტად ესკალაციას გამოიწვევს, გაზრდის ლტოლვილთა ნაკადს და შექმნის დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მოქმედ კოალიციასთან კონფრონტაციის საფრთხეს. კერი და ლავროვი შეთანხმდნენ, რომ სირიის შესახებ დისკუსია მოგვიანებით გაგრძელდება ნიუ-იორკში.

როგორც „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იტყობინება თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, რუსეთმა დასავლეთ სირიაში სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ჩაიტანა ასაწყობი საცხოვრებელი სახლები, რომლებშიც ასობით ადამიანს შეუძლია ცხოვრება, და ასევე ავიასადისპეჩერო პუნქტი.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, ეს რუსეთს საშუალებას მისცემს, ათასამდე სამხედრო მოსამსახურე განათავსოს, ან ბაზა გამოიყენოს სირიის არმიისთვის იარაღისა და ტექნიკის მისაწოდებელ შუალედურ პუნქტად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG