Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამიდ კარზაიმ შეწყვიტა აშშ-თან უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება


ჰამიდ კარზაი, ბარაკ ობამა. 2013 წლის 11 იანვარი
ჰამიდ კარზაი, ბარაკ ობამა. 2013 წლის 11 იანვარი
ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ შეწყვიტა აშშ-თან მიმდინარე მოლაპარაკება ხელშეკრულებაზე, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ამერიკელი სამხედროების ავღანეთში 2014 წლის შემდეგ დარჩენას.

როგორც კარზაიმ ოთხშაბათს განაცხადა, აშშ-თან ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკება იმის გამო შეწყვიტა, რომ არსებობს შეუსაბამობა აშშ-ის მთავრობის სიტყვებსა და მის ქმედებებს შორის ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან მიმართებით. ამასთან, ავღანეთის პრეზიდენტის თქმით, ყატარში ახლად გახსნილი თალიბანის ოფისის უკან უცხოეთის ძალები დგანან.

კარზაის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ბერლინში ვიზიტით მყოფი აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოვიდა საპასუხო განცხადებით. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ობამამ თქვა, რომ სამშვიდობო ინიციატივებს და ავღანეთთან უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას ის „პარალელურ პროცესებად“ აღიქვამს:

„გულწრფელად რომ ვთქვათ, რთული პროცესია მოლაპარაკება იმის თაობაზე, თუ რა ფორმით უნდა შეძლოს საერთაშორისო თანამეგობრობამ ავღანეთში 2014 წლის შემდეგ საწვრთნელი და საკონსულტაციო მიზნებით დარჩენა. თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ამის
ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა
პარალელურად, სულ მცირე, გარკვეული პოლიტიკური შერიგების პერსპექტივების განხილვას მაინც უნდა შეეცადო. გამოიღებს თუ არა ეს ნაყოფს, მოხდება თუ არა ეს რეალურად ან 2014 წლის შემდეგ ავღანეთში გაგრძელდება თუ არა ის ბრძოლა, რომელიც იქ ISAF-ის ძალების ჩასვლამდე მიმდინარეობდა - ამ კითხვებზე პასუხების გაცემა მხოლოდ ავღანელებს ძალუძთ“.

როგორც ობამამ ოთხშაბათს განაცხადა, კარზაის მთავრობას არ მოსწონს ის ფორმა, რომლითაც თალიბანის ოფისი გაიხსნა ყატარში.

ჰამიდ კარზაის თქმით, ავღანეთის სამშვიდობო კომიტეტი არ მიიღებს მონაწილეობას ყატარის მოლაპარაკებებში მანამ, სანამ სამშვიდობო პროცესს სათავეში ავღანეთი არ ჩაუდგება.

„ავღანეთში ისლამური საამიროს პოლიტიკური ოფისი“ - ასეთი სახელი დაარქვეს ყატარში გახსნილ ოფისს. კარზაის ხელისუფლებაში მოსვლამდე თალიბანის რეჟიმი ოფიციალურად „ავღანეთში ისლამური საამიროს“ სახელს ატარებდა. სავარაუდოდ, კარზაის მთავრობის უკმაყოფილება სწორედ ამ სიტყვიერ ფორმულირებას უკავშირდება.

თუმცა სამშაბათს კარზაიმ განაცხადა, რომ აპირებს ყატარში მიავლინოს გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაგეგმვაში თალიბანის ლიდერებთან. მაგრამ თალიბანს თანხმობა არ უთქვამს კარზაის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე და არც მათ საერთოდ აღიარებაზე.
პაკისტანის სადაზვერვო სააგენტო და პაკისტანის სამხედრო სტრუქტურები მათ მიერ მხარდაჭერილი თალიბანის მებრძოლების ხელით ყოველდღიურად აწარმოებენ ტერორისტულ თავდასხმებს ჩვენს მიწაზე და ჩვენი უდანაშაულო ხალხის დასახოცად...
აიმალ ფაიზი

გასულ კვირაში - მას შემდეგ, რაც ქაბულში, უზენაესი სასამართლოს წინ, თალიბანის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ 17 ადამიანის სიკვდილი და 39-ის დაჭრა გამოიწვია - კარზაის პრესმდივანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ავღანეთის პრეზიდენტი მზადაა აშშ-თან უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესაწყვეტადო.

აიმალ ფაიზის თქმით, კარზაის სურს ვაშინგტონმა გააძლიეროს ზეწოლა პაკისტანსა და მის სადაზვერვო სტრუქტურებზე, რათა შეწყდეს თალიბანის მხრიდან ავღანელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები:

„პაკისტანის სადაზვერვო სააგენტო და პაკისტანის სამხედრო სტრუქტურები მათ მიერ მხარდაჭერილი თალიბანის მებრძოლების ხელით ყოველდღიურად აწარმოებენ ტერორისტულ თავდასხმებს ჩვენს მიწაზე და ჩვენი უდანაშაულო ხალხის დასახოცად. და ამ ფონზე საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელსაც სათავეში აშშ უდგას, არაფერს ამბობს პაკისტანის ასეთი აშკარა ჩარევის შესახებ“, - აცხადებს ის.

თალიბანი კი თვლის, რომ ავღანეთში უცხოეთის სამხედრო ძალები არ უნდა იყვნენ განთავსებული.
XS
SM
MD
LG