Accessibility links

logo-print

„ჯარში სავალდებულო გაწვევა გაუქმებულია - ქართულ ჯარში წვევამდელები აღარ იქნებიან“, - საქართველოს თავდაცვის მინისტრის ამ ფრაზამ, სიტყვასიტყვით, ააფეთქა საქართველოს პოლიტიკური და საინფორმაციო სივრცე.

ამ სკანდალსა და აჟიოტაჟში კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ყურადღების მიღმა დარჩა თავდაცვის მინისტრის მიერ ანგარიშში ჩამოთვლილი რამდენიმე მიღწევა, რასაც ბევრად უფრო არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისათვის, ვიდრე ყბადაღებულ სამხედრო-სავალდებულო სამსახურს, რომელიც საქართველოში კარგა ხანია, ქაღალდზე არსებობს. „ერთი წლის წინ დადებული პირობები შესრულებულია, დღეს ქვეყანა უფრო დაცულია - საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები გაძლიერებულია“, - ამ მიღწევით დაიწყო ერთწლიანი მოღვაწეობის ამსახველი ანგარიშის პრეზენტაცია თინა ხიდაშელმა. და ჩვენც სწორედ ამ თემით დავიწყეთ თავდაცვის მინისტრის ერთწლიან მოღვაწეობაზე საუბარი თადარიგის გენერალ ამირან სალუქვაძესთან, რომლიც არცთუ ისე შორეულ წარსულში სათავეში ედგა სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG