Accessibility links

logo-print

ამოიცნეს ბრიუსელის ტერაქტების კიდევ ერთი შემსრულებელი


ნაჯიმ ლააჩრაუი

ნაჯიმ ლააჩრაუი

ბელგიის ხელისუფლებამ ამოიცნო ორიდან ერთი პირი, რომელთაც 22 მარტს თავი აიფეთქეს ბრიუსელის აეროპორტში. ბელგიის პროკურატურის მიერ 25 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმკვლელის ამოცნობა დნმ-ის ანალიზის მეშვეობით მოხერხდა. ეს არის 24 წლის ნაჯიმ ლააჩრაუი. მეორე თვითმკვლელი, იბრაჰიმ ელ-ბაქრაუი, უფრო ადრე იქნა ამოცნობილი. როგორც იტყობინებიან, ლააჩაუი ბრიუსელის ერთ-ერთი კათოლიკური სკოლის წარმატებული მოსწავლე, სანამ 2013 წელს სირიაში ჩავიდოდა. გამოძიების თანახმად, მას კავშირი ჰქონდა ასევე პარიზში ნოემბერში მომხდარი ტერაქტების სერიასთან, რომელსაც 130 ადამიანი ემსხვერპლა. ამასობაში პოლიციამ პრასკევს ბრიუსელში სამი ადამიანი დააპატიმრა 22 მარტის თავდასხმებთან და 24 მარტს პარიზში არშემდგარ თავდასხმასთან დაკავშირებით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG