Accessibility links

logo-print

"ბირთვული შეთანხმება ამოქმედდა"


ფედერიკა მოგერინი, მოჰამად ჯავად ზარიფი

ფედერიკა მოგერინი, მოჰამად ჯავად ზარიფი

ირანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ თეირანმა შეასრულა ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და ახლა უკვე შეიძლება ირანს მოეხსნას საერთაშორისო სანქციები. შეთანხმების მიღწევის შესახებ 16 იანვარს ვენაში, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოაცხადეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ.

ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ: „ეს მიღწევა მკაფიოდ აჩვენებს, რომ პოლიტიკური ნებით, მიზანსწრაფულობით და მრავალმხრივი დიპლომატიით შეგვიძლია გადავჭრათ ყველაზე რთული საკითხები და მოვნახოთ პრაქტიკული გადაწყვეტები, რომლებიც ეფექტიანად ამოქმედდება.“

შეთანხმებას მხარს უჭერს აშშ, რომლის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ ასევე მიიღო მონაწილეობა ვენაში 16 იანვარს გამართულ შეხვედრებზე, თუმცა პრესკონფერენციაზე არ გამოსულა. ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გასცა ბრძანება, რომლითაც უქმდება აშშ-ის სანქციები არაამერიკელთათვის, რომლებიც ირანის ცენტრალურ ბანკთან და ირანის ეროვნულ ნავთობის კომპანიასთან აწარმოებენ საქმიანობას.

მოელიან, რომ ევროკავშირი სწრაფად განახორციელებს სანქციების მოხსნის პროცედურას. საამისოდ საჭიროა ევროპის საბჭოს ოფიციალური გადაწყვეტილება, რომელიც თავს მოუყრის 28 წევრი ქვეყნის ლიდერებს და რომელიც ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნდება. საერთო ჯამში, ირანისთვის მოხსნილი საერთაშორისო სანქციები, როგორც მოელიან, 100 მილიარდ დოლარს გაუტოლდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG