Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა ფაშალიშვილი: „1325-ის რეზოლუციის გეგმით გათვალისწინებული კომპონენტების ნაწილი ვერ შესრულდა“


ანა ფაშალიშვილი
ანა ფაშალიშვილი

თბილისში გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის „1325“ სამოქმედო გეგმის ანგარიშის პრეზენტაცია. საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო პირველი ქვეყანა, რომლის პარლამენტმაც 2011 წლის დეკემბერში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა და სწორედ ამ გეგმის მიხედვით გაიწერა და დაისახა ის აქტივობები, რომლებიც სამშვიდობო თუ უსაფრთხოების პროცესში ქალთა ჩართულობას გულისხმობს. ოთხი წელი გავიდა. დღეს უკვე შეიძლება საუბარი იმაზე, თუ როგორ შესრულდა გეგმით გათვალისწინებული ამოცანები, რა ხარვეზები გამოიკვეთა ამ პროცესში და როგორი იქნება მომავალი სამოქმედო გეგმა. ამ საკითხებზე ნინო თარხნიშვილი ესაუბრა ანა ფაშალიშვილს, მენეჯერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტისა „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG