Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრეი ნეჩაევი: რუსეთში ძირეული რეფორმები აუცილებელია


ანდრეი ნეჩაევი
ანდრეი ნეჩაევი

რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობის შესაფასებლად, "ამერიკის ხმამ" ინტერვიუ რუსეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან (1991-1993), ანდრეი ნეჩაევთან ჩაწერა. ნეჩაევი ფიქრობს, რომ რუსეთის ეკონომიკის პრობლემები უფრო ფუნდამენტურია, ვიდრე უკრაინა ან ნავთობი.

"სერიოზული ეკონომიკური პრობლემები უკრაინის კრიზისამდე და ნავთობზე ფასების ვარდნამდე დაიწყო. 2012 წლიდან, პირველადი მაკრო-ეკონომიკური მაჩვენებლები დაეცა, ინფლაციის გამოკლებით. ეს უკანასკნელი გაიზარდა"-ამბობს ნეჩაევი.

„დარწმუნებული ვარ, სერიოზული სამეწარმეო რეფორმები უნდა გავატაროთ, რათა საკუთრების უფლება დავიცვათ, შევქმნათ ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და დავამარცხოთ ქვეყნის, სავარაუდოდ ყველაზე ცუდი დაავადება - კორუფცია,“- აცხადებს ყოფილი მინისტრი.

მისი აზრით, ამჟამად, მთავრობა რუბლის გაუფასურების გარდა, არაფერს აკეთებს, რაც პოტენციურად იმპორტის ჩანაცვლების საშუალებას ქმნის და ბიუჯეტს ეხმარება.

"ღრმა ეკონომიკური კრიზისი შესაძლოა იმ შემთხვევაში დადგეს, თუ ნავთობის სიტუაცია დრამატულად გაუარესდა", ფიქრობს ყოფილი მაღალჩინოსანი.

„1990-იანი წლების დასაწყისში, ეკონომიკის ჩამოშლის საკითხი ნამდვილად იდგა. პრესაში ყველაფერი სიმართლე იყო, ისიც, რომ რუსეთს შესაძლოა ზამთარი ვერ გადაეტანა, შიმშილის საშიშროება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაკარგვა, ქაოსი და შესაძლოა სამოქალაქო ომი-როგორც იუგოსლავიაში მოხდა, მაგრამ ბირთვული იარაღის გამოყენებით. ეს ყველაფერი ნამდვილი იყო და არა ჟურნალისტების მიერ ზედმეტად გადაჭარბებული შეფასებები,“-განმარტავს ნეჩაევი.

„გატარებული რეფორმებიდან ხალხი მყისიერ გაუმჯობესებას ელოდა, რაც შეუძლებელი იყო. მაგრამ ხალხს მოსწონდა და ახლაც მოსწონს ის, რომ ცნება „ეკონომიკური დეფიციტი“ გაქრა. მინდა მჯეროდეს, რომ ის სამუდამოდ აღმოიფხვრა, მაგრამ ახლა მგონი ჩვენ სწრაფად ვბრუნდებით იმ ეპოქაში,“- ამბობს რუსეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი.

ამასთან, მისი აზრით, რუსული ოფიციალური პროპაგანდა, ეკონომიკის ცუდი მდგომარეობის შეერთებულ შტატებზე და დასავლეთზე დაბრალებას, უკიდურესი წარმატებით ახდენს.

„განცხადებები კეთდება, რომ გადასახადებს არ გავზრდით. მაგრამ პირველი საკითხი, რომელსაც ყოველდღე განიხილავენ, არის ის, თუ გადასახადები როგორ გაიზარდოს. თუმცა, ხანდახან გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებენ ან მომავლისთვის გადააქვთ. ხანდახან, რასაც ნერგავენ, სინამდვილეში გადასახადის დაკისრებაა. და კიდევ ერთხელ, ეს ბიზნესისთვის ძალიან უარყოფითი გზავნილი, ძალიან უარყოფითი სიგნალია,“- აცხადებს ის.

„რუსეთის მოსახლეობა მზად არის დაიჯეროს, რომ ამერიკა ჩვენი მტერია და მას არ სურს რუსეთი სუვერენული, დამოუკიდებელი, ძლიერი იყოს. მე კი უნდა დავამატო, რომ დასავლეთმა რუსულ პროპაგანდას ადრე უამრავი არგუმენტი მისცა და ახლაც აძლევს.

რუსეთში ძალიან ღრმა კრიზისი არ გვექნება იმიტომ, რომ გარკვეული რეზერვები ნამდვილად გვაქვს-ცენტრალურ ბანკს და მთავრობას. მათ ამის გამოყენება, ბიუჯეტის ხელშესაწყობად ან საჭიროების შემთხვევაში, ვალუტის კურსის მხარდასაჭერად-შეუძლიათ,“- განუცხადა ანდრეი ნეჩაევმა "ამერიკის ხმის" კორესპონდენტს მოსკოვში.

XS
SM
MD
LG