Accessibility links

logo-print

„მოშიმშილეებს შევფიცეთ, რომ არ წავიდოდით“


დღეს საზოგადოებამ პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. რუსთაველის გამზირზე, მემორიალთან, შეიკრიბნენ როგორც მთავრობის წევრები, ისე 26 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების მონაწილენი და დაზარალებულნი. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა დაარბია მრავალათასიანი მშვიდობიანი მიტინგის მონაწილეები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფას მოითხოვდნენ. დარბევის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით სხვა კი დაშავდა და მხუთავი გაზით მოიწამლა.

XS
SM
MD
LG