Accessibility links

logo-print

ლაგარდი: კორუფციას დამღუპველი გავლენა აქვს ეკონომიკაზე


კრისტინ ლაგარდი

კრისტინ ლაგარდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის, განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით ქრთამის სახით გაცემული თანხა, საშუალოდ, 1,5-2 ტრილიონ ამერიკულ დოლარს, ანუ გლობალური ეკონომიკური პროდუქტის 2%-ს შეადგენს.

„კორუფციას დამღუპველი გავლენა აქვს ეკონომიკაზე“, - ნათქვამია ლაგარდის ღია წერილში, რომელიც ლონდონში დაგეგმილი ანტიკორუფციული სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა. წერილში ხაზგასმულია, რომ ქრთამის სახით გადახდილი თანხა აკლდება განათლებას, ჯანდაცვას და სხვა მომსახურებას, რაც ასე სჭირდებათ ღარიბ ადამიანებს. „ქრთამის უზომოდ დიდი მოცულობა არყევს მთავრობებისადმი ნდობას და ანგრევს უბრალო მოქალაქეების ეთიკურ სტანდარტებს“, - აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის ღია წერილში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG