Accessibility links

რუსეთში საქმე აღიძრა ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ მას მერე, რაც მან საჯაროდ ილაპარაკა სახელმწიფოს მიერ მართულ სისტემაზე რუსეთში, რომელიც თავის სპორტსმენებს ეხმარებოდა წარმატების მიღწევაში.

როგორც საგამოძიებო კომიტეტმა გამოაცხადა, მათ დაიწყეს გრიგორი როდჩენკოვის ძებნა, სავარაუდოდ, ძალაუფლების გადაჭარბების ბრალდების გამო. ეს გამოცხადდა მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსი მძლეოსნები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ბრაზილიის ოლიმპიურ თამაშებში. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა. როდჩენკოვი აშშ-ში გაიქცა და იქ ილაპარაკა სისტემაზე, რომელშიც უშიშროების სამსახური იყო ჩართული, როცა სოჭის ოლიმპიადაზე რუსი ათლეტების შარდის ნიმუშებს მალავდნენ და ცვლიდნენ. მას კრემლმა "მოღალატის ცილისწამება" უწოდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG