Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეცოპერაცია მიმდინარეობს საქართველო-რუსეთის საზღვარზე


სპეცდანიშნულების რაზმის წევრები საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე
სპეცდანიშნულების რაზმის წევრები საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე
საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მიმდინარე ოპერაციისას დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და 5 დაიჭრა. გარდაცვლილები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი; თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე - ეს ინფორმაცია საქართველოს შსს-მ გაავრცელა. მისივე განცხადებით, ლიკვიდირებულია დივერსანტების შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი, 6 კი ალყაშია მოქცეული და მიმდინარეობს მათი დაკავების ოპერაცია.

შსს მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს. დღესვე სამინისტრომ ვებსაიტზე გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელიც მისი განმარტებით, დივერსანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული ორი ახალგაზრდის ჩვენებას ასახავს. ისინი აცხადებენ, რომ დაატყვევა 15-ზე მეტმა შეიარაღებულმა პირმა, რომლებიც წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდნენ.
XS
SM
MD
LG